საქართველო
"ხედავთ რამხელა პროგრესი გვაქვს დაუნახავებო?"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
2023, 14 აპრილი, 16:45
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ თაღლითობის შესახებ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟს, სადაც სავარაუდოდ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კვალიც იკვეთება სოციალურ ქსელში ჩვეული ირონიით ეხმაურება და ევროპელ პენსიონერებს საჯაროდ მიმართავს:
"ადრე ქართველები წვრილმანი თაღლითების და ქურდბაცაცების ექსპორტს ვეწეოდით ევროპაში, ახლა კი ამხელა ნიჭის ამოფრქვევა მოხდა კეზერას სახით. ხედავთ რამხელა პროგრესი გვაქვს დაუნახავო ევროპელო პენსიონერებო?
"მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას" - ჩვენი პასუხი BBC-ის.
ქურდები კეზერასგან ობშიაკში წილის შეტანას ითხოვენ, სანაცვლოდ კეზერა ითხოვს "მისტერ ოფშორის" ნაცვლად პაგანიალად მიენიჭოს "კეზერ მარაბდსკი" - მდიდარს ვართმევ და კლდეში ვინახავო."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს, სადაც საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომლებმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.
“ბიბისიმ ”დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის პენსიონრებიც.