x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვამხელდი და ვამხელ - ასე რომ იტლიკინეთ და იყავით"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თავისი მაღალი რეიტინგის მიუხედავად თუ როგორც ბლოკავს მას ტელეკომპანია "ფორმულა" მისი ერთ-ერთი დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კრიტიკის გამო:


"რაც არ უნდა ილაპარაკონ ფორმულას თანამშრომლებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, მე ვარ ფორმულაზე დაბლოკილი იმიტომ, რომ პოლიტიკის სისტემურ სიმახინჯეს ვამხელდი და ვამხელ – და ეს ფაქტია.


აი ნახეთ:


მაქვს მაღალი რეიტინგი – ბევრი მიყურებს – ეს უბრალოდ ფაქტია.


რასაც ვამბობ, მერე ისე ხდება – ანუ კარგი კომენტატორი ვარ – ესეც უბრალოდ ფაქტია.


ამის მიუხედავად, დაბლოკილი ვარ.


და სანამ უშუალოდ ფორმულას პატრონის მხილებას დავიწყებდი – არ ვიყავი დაბლოკილი. ესეც უბრალოდ მშრალი ფაქტია.


ასე რომ იტლიკინეთ და იყავით."- წერს "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.










0
225
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
225