ფოტოგრაფია და აქ საერთოდ რა ჯანდაბა ხდება? - 11 ძველი ფოტო, რომელზეც კაცმა არ იცის რა ხდება 2023, 14 აპრილი, 13:05 ისტორიაში ყოველთვის მოიპოვება ადგილი ყველაფრისთვის-მხიარულებისთვისაც და სევდისთვისაც, ზეიმისთვისაც და სერიოზულობისთვისაც, და თუნდაც ისეთი უცნაურობისთვისაც, რომლის გაგებაც ახსნის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია, და ეს ყოველივე ჩვენს ყურადღებას კიდევ უფრო მეტად იპყრობს, რადგან გვსურს სრულად წარმოვიდგინოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. სხვადასხვა ისტორიული მასალა ამ მიზეზის გამო სწორედ ამიტომ იძენს თანამედროვეებში ამხელა პოპულარობას, ვინაიდან ყველას სურს წარსულის ნიუანსებში ჩაწვდომა და წარსულის ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალის გაგება. დღეს, სწორედ ასეთი შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენ წინაშეა 11 რარიტეტული ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.შორიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დ’არტანიანი თავის სამ ერთგულ მეგობართან ერთად კვლავ დედოფლის გადასარჩენად მიიჩქარის, მაგრამ მაშინ მანქანები რა შუაშია? ეს ფოტო 1973 წელს ამსტერდამშია გადაღებული, რომელიც ნავთობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. იმ დღეს მანქანები არ იყო გამოყენებული, ამიტომ დღეს - "არამოტორიზებული" უწოდეს.ძაღლები ყოველთვის იყვნენ ადამიანის საუკეთესო მეგობრები. განსაკუთრებით კი მათი თანადგომა მაშინ გვჭირდება როდესაც რაიმეს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, მაგრამ ამ საყვარელი ბულდოგის სერიოზულად აღქმა რატომღაც შეუძლებელია.ამ ფოტოს "პატარა უცნობი" ჰქვია, თუმცა მისი შემხედვარე რამდენიმე ლოგიკური კითხვა იბადება – თუ ის ბიჭია, მაშინ კაბა რატომ აცვია? ან რისთვის სჭირდება მას მონოკლი? და რაც მთავარია - სად იყურებოდნენ მისი მშობლები, როცა ის პირში სიგარეტს იდებდა?აი, ფოტოშოპის სასწაულებრივი ძალაც!კადრი ფილმის გადაღებისთვის, ანიმატრონიკის შექმნის დროს იქნა გადაღებული. როგორც ჩანს, რაღაც ისე ვერ წავიდა და აღნიშნული ეგზემპლიარი გადაღებაზე აღარ გამოიყენეს, ფოტო 1964 წელს დისნეის სტუდიაშია გადაღებული. დისნეის ინჟინერებმა შეძლეს პირველი ანიმატრონული ადამიანის შექმნა: ეს გამოგონება გამოსცემდა ხმებს და მოძრაობდა კიდეც.შესაძლოა, ეს შემზარავი ეფექტი განპირობებულია იმით რომ ფოტო შავ-თეთრია, თუმცა შესაძლოა მიზეზი ისიც იყოს რომ ინტერიერის ფერთა გამა მეტისმეტად ბნელია, და არც ბავშვების კოსტიუმებია გამორჩეულად პოზიტიური. ფოტოს შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ კადრი რაღაც ფსიქოლოგიური თრილერიდანაა, არადა ფოტო საბავშვო ბაღში გამართული ერთ - ერთი ღონისძიების დროს არის გადაღებული.თითქოს ქალაქის ყველა ჯადოქარი თავისი შავი კატებით შავბნელი ძალების რაიმე სახის დღესასწაულზე შეიკრიბა. სინამდვილეში კი, ამ ქალბატონებმა შინაური ცხოველები უბრალოდ კასტინგზე მიიყვანეს.და თქვენ ამბობთ, რომ ადრე ხალხს იუმორის გრძნობა არ ჰქონდა, ჰქონდა, რახან ასეთი ფოტოსესია მოიფიქრეს.ფოტოს "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" აღტაცებაში უნდა მოეყვანა - სურათი ზრდასრულ ჯენტლმენთა ჟურნალიდან გახლავთ, რომელიც წარმოადგენს რეპორტაჟს სახელწოდებით "მოახლე თავის ბატონს აცდუნებს ".ეს ფოტო უცნაურად იმ შემთხვევაში მოგეჩვენებათ, თუ არ იცით ვინ არის ეს პატარა გოგონა. მისი სახელია პატრისია ო'კიფი. ეს ახალგაზრდა ბოდიბილდერი ძალიან მინიატურული იყო და მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა, თუმცა მას თავისზე სამჯერ მეტი წონის აწევა უპრობლემოდ შეეძლო. ასე რომ, ფოტოზე პატარა ძალოსანს ზურგზე 90 კილოგრამიანი ზრდასრული მამაკაცი ჰყავს.გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოტორიზებულ ეტლებზე ასეთი რბოლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, შთამბეჭდავი სანახაობაა, რას იტყვით?150 შეფასება არ არის |