x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბრიყვი ვარ რა, მრცხვენია, შეგიძლიათ ჩამქოლოთ"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მაინც ბრიყვი ვარ რა, ბოლომდე მჯეროდა, რომ სააღდგომოდ პრეზიდენტი ნიკას შეიწყალებდა, მრცხვენია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი. შეგიძლიათ ჩამქოლოთ ???? #თავისუფლებანიკას"-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.





0
265
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
265