ფსიქოლოგია აირჩიეთ ფოტო და ის ისაუბრებს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე 2023, 14 აპრილი, 11:06 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან. აირჩიეთ მოცემული ფოტოდან ერთი და წაიკითხეთ შესაბამისი ახსნა. ის გასცემს თქვენს სულიერ მდგომარეობას. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 1 - მოცემულ მომენტში ძალიან მოდუნებული და გადაღლილი ხართ. გაქვთ უნარი დაინახოთ სილამაზე ყველაფერში და დატკბეთ ცხოვრებით. ყოველთვის ხელმძღვანელობთ ერთი დევიზით - "ცხოვრება ერთი გვაქვს, არ განმეორდება"! ყოველთვის ხართ მზად, რაღაც ახლისთვის, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ხართ ფიქრების მორევში და ელოდებით სიახლეებს, ცვლილებებს. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 2 - ახლა ჩაკეტილი ხართ საკუთარ თავში. კონსერვატიული ადამიანი ხართ. ყოველთვის თავად ცდილობთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რაც განგრევთ და სულ ცდილობთ დაარღვიოთ ეს მანკიერი წრე. გიზიდავთ სილამაზე და დროა ცოტა დაისვენოთ, რომ ისევ შეძლოთ სამყაროს ლამაზი და ბევრი ფერის დანახვა. თუ თქვენ აირჩიეთ ფოტო ნომერი 3 - ამ ფოტოს არჩევანი ამტკიცებს ფაქტს, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანი ბრძანდებით. გადაწყვეტილების მიღებადე, ყველაფერს კარგად აანალიზებთ. ამ მომენტში საქმეებისა და საზრუნავების ქარიშხალი გიტრიალებთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წავა. შეხედეთ ცხოვრებას ადვილად. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე ხართ სტრესის ზღვარზე და საკმაოდ დაღლილიც. ცოტაოდენი სპონტანურობა და ნათელი შთაბეჭდილებები დაამშიდებს თქვენს ცხოვრებას. 140 4-ს მოსწონს
|