სისხლის სამართალი 78 წლის ბებიამ მესამედ გაძარცვა ბანკი მხოლოდ წერილის დახმარებით 2023, 13 აპრილი, 18:39 78 წლის ბონი გუჩმა მისურიდან, გაძარცვა ბანკი Pleasant Hill-ში, მხოლოდ წერილით საშუალებით, რომელიც მან გადასცა Goppert Financial Bank-ის მოლარეს. წერილში ეწერა: "მჭირდება 13000 -ის წვრილი კუპიურა. ბოდიში, შენი შეშინება არ მინდოდა". გოგონამ თვინიერად ჩაუთვალა მოხუც ქალს მთელი ფული. მოხუცმა ქალმა, მოლარეს უთხრა, რომ ფული არ დათვალოს და „უბრალოდ მისცეს“. თავდამსხმელი სათვალთვალო კამერების წყალობით გაშიფრეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა, მისი ვინაობა დაადგინეს. კასის ოლქის პროკურორმა განაცხადა, რომ სათვალთვალო კამერის ვიდეოზე ჩანს, როგორ ურტყამს დახლს ქალი და სთხოვს მოლარეს დაუჩქაროს. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი მთლიანად ნაცრისფერ სამოსში იყო გამოწყობილი, ეკეთა ხელთათმანები და სახეზე ეკეთა შავი N95 ნიღაბი და შავი სათვალე. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ქალი მოგვიანებით გააჩერეს მისი მანქანა.რა დროსაც იატაკზე მიმოფანტული ფული აღმოჩინეს, პოლიციის მიმართ მოხუცი ქალბატონი"ძალიან მკაცრი" იყო. ბონი გუჩი დააპატიმრეს. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გაათავისუფლეს გირაოთი 25 ათასი დოლარის საცახვლოდ. გაირკვა, რომ იგი 1977 წელს გაასამართლეს კალიფორნიაში ბანკის გაძარცვის გამო. მრავალი წლის განმავლობაში, მისი შესახებ არაფერი იყო ცნობილი, სანამ 2020 წელს არ დააპატიმრეს კანზას სიტის გარეუბანში, სხვა ბანკის გაძარცვისთვის. მეორე ყაჩაღობისთვის მისი პირობითი სასჯელი 2021 წლის ნოემბერში დასრულდა. ბებიამ მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო და ისევ გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა იარაღის გარეშე. როგორც ჩანს, გამბედაობისთვის იმან სპირტიანი სასმელი მიიღო.პროკურორმა განაცხადა, რომ მას ალკოჰოლის ძლიერი სუნი ასდიოდა, როცა პოლიციამ მანქანა მისი სახლიდან სამ კილომეტრში გააჩერა. 198 2-ს მოსწონს
|