x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:135992
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
რაციონალური კვების მთავარი 4 პრინციპი

რაციონალური კვება - ეს არის ჯანმრთელი ადამიანის სრულფასოვანი კვება მისი ასაკის, სქესის, შრომითი საქმიანობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

კვება

იმისათვის, რომ საკვები რაციონი იყოს ჯანსაღი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:


1. დღიური საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგოხარჯვებს.



შენ გჭირდება იმდენი კკალ ენერგია, რამდენსაც ხარჯავ!


1გ ცილა და/ან ნახშირწყალი ორგანიზმისთვის იძლევა 4 კკალ ენერგიას, 1გ ცხიმი - 9 კკალ ენერგიას.



სხეულის მასის მომატება 1 კგ-ით ნიშნავს, რომ თქვენმა კვებამ 6750 კკალ-ით გადააჭარბა ენერგოხარჯვებს.


2. უნდა მივიღოთ საკვები ნივთიერებები იმ რაოდენობითა და პროპორციებით, რომლებიც მაქსიმალურად სასარგებლო და საჭიროა ორგანიზმისთვის.


ძირითადი საკვები ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. საკვებში მათი ოპტიმალური თანაფარდობაა: 1: 1 : 4


ცხოველური და მცენარეული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებები და მათი პროპორციების დაცვა.


3.კვების რაციონი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში.


რაციონის დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს:


3-ჯერადი კვების დროს: საუზმე - 30%, სადილი - 45%, ვახშამი - 25%.

4-ჯერადი კვების დროს: პირველი საუმე - 25%, მეორე საუზმე (სამხარი) - 15%, სადილი - 35%, ვახშამი - 25%.


4. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი.

3
73
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
73
  
2023, 18 აპრილი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 აპრილი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3