x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა, ეს რა კარგი გამიზრდია შვილი" - ნიკო გომელაურის ლექსები
image


დღეს 13 აპრილს 13 წელს გავიდა შესანიშნავი ქართველი მსახიობის და უფრო შესანიშნავი პოეტის, ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან.შეგახსენებთ, იგი 39 წლის ასაკში ფილტვის კიბომ იმსხვერპლა.


***


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ, გაიხსენებს მამაა პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი წავალ, მჯერა მერე იტყვის ქალი შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი მთვარია ვიქნებოდით ერთად. მე არვიცი რას იფიქრებს შვილი ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც რას იტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას კარგი არ უკეთებია თითქმის თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას …





***


წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა, არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა, არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა, არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.


***

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.

ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,

ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,

ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,

არცა შენდობას, არც შეცოდებას.

ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა

- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი

- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.

მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,

სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა

და ბედაური გამოდგა მხდალი,

ტყვიის წამალი დანესტიანდა,

მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ

და მექაჩება ცეცხლში სატანა,

ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,

უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,

არ მეშინია მე შენი მადის.

არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს,

რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,

რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.

გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში

- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.


***

***

კაცი როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება! ტვინი, ტანი, რომ ეზრდება, ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება...

ხოლო, როცა მოხუცდება, ჯანმრთელობა მოუცვდება, აზროვნება გაჭირდება - აღარავის არ სჭირდება.

ბოლოს, როცა გარდიცვლება, ბევრი ბოცა დაიცლება. ღრეობაა გამართული, ისევ ყველა გაბადრული...



***

ერთი სული მაქვს, დავწერო რამე, მაგრამ ხტუნაობს რითმა ვით კვიცი რამდენჯერ შევცდი, რამდენი ვჭამე, მაინც გიყვარვარ, ნამდვილად ვიცი.

ცისფერ თვალების არ მქონდა რწმენა, მე თვითონ ცისფერს ვატარებ თვალებს, სალაპარაკოც ერთი გვაქვს ენა, - ეს არის ენა, მე რომ მაწვალებს...

შენ ის ხარ, ვისაც ველოდი წლობით - აუღწერელი სიტყვით და კალმით არ დავიღლები შენს გვერდზე წოლით, არ მომბეზრდება არც ერთი წამით.

რაც უფრო ბევრი გაივლის წელი, მით უფრო მეტად შემიყვარდები როგორც ბავშვს, მინდა, მოგხვიო ხელი - ჩამოგახიო სულის ჩადრები.

შენთან როცა ვარ, ვარ როგორც რკინა, რკინა, რომელსაც ვერ შეჭამს ჟანგი თუმცა წარსულმა გული მატკინა, მეხმიანება მგოსნების ჰანგი.

დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი - ვერ დაიკვეხნის ბევრი ხნიერი, მაგრამ მგონიხარ ცრუ და ცბიერი, ისე მიგიგავს ქალღმერთს იერი.



***


"რაში მჭირდება ამხელა წვერი?

-თითქოს ვცხოვრობდე ვით ბნელი ბერი.

გავხდებით მხოლოდ და მხოლოდ მტვერი,

მე, ჩემი მოყვარე და ჩემი მტერი.


მაშინ ვგრძნობ - არის მრავალი ფერი,

რაც უფრო მეტია ჩემ ირგვლივ შტერი,

ნერვი არ შემრჩა არც ერთი ღერი,

ლექსებს ვწერ ამიტომ, ამიტომ ვმღერი!


რისი კედლები, რომელი ჭერი?

როცა არსებობს ზეცა და სერი.

თუმცაღა მრწამსით თუ არ ხარ მწერი,

ჩათვალე, გაგლანძღავს ეს ჩვენი ერი.


რისთვის გავკივით - "ჰერიო-ჰერი",

ვინ მოიგონა ეს სიტყვა - "გერი"?

გალაკტიონმა დაწერა "მერი",

ახლა კი ჩემი მოვიდა ჯერი.

4
524
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
524
  
2023, 20 აპრილი, 23:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 აპრილი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4