x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უარესის ღირსები არიან, იმიტომ რომ პირში წყალის ჩაგუბება ურჩევნიათ"- ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ქართველ ფერმერებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და მათ გარშემო განვითარებულ არასახარბიელო ვითარებას სრულიად კანონზოიმიერს უწოდებს:


"რამდენიმე თვეა, რუსეთიდან დემპინგური ფასებით შემოსული სიმინდის და ხორბლის გამო, მოსთქვამენ ქართველი ფერმერები, რადგან მათი ნაწვალები ჩაწვა და აღარ იყიდება.


უარესის ღირსები არიან, იმიტომ რომ ყველამ იცის, რუსეთიდან შემოდის ხერსონიდან რუსების მიერ მოპარული ხორბალი და სიმინდი, რომელშიც ვანიას არც მოხვნის, არ თესვის და არც სხვა არანაირი ხარჯი არ გაუღია და დაბალ ფასად მაგიტომ შემოაქვთ, თუმცა ამათ აზროვნება კოლმეურნეობის თავმჯდომარეების აქვთ ჯერ კიდევ და პირში წყალის ჩაგუბება ურჩევნიათ.


სამაგიეროდ ჩემს ნათქვამს - რუსეთის ბაზარზე ფეკალიებიც კი გაიყიდებაო, დღემდე ომახიანად განიხილავენ უარყოფით კონტექსტში."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

0
283
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
283