x
"ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი საქმეა"-სადამ ჰუსეინის შესახებ

image

2006 წლის 30 დეკემბერს დილას სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის გამო.


ჰუსეინი მართავდა ერაყს 1979 წლიდან 2003 წლამდე, აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის მიერ მის დატყვევებამდე. ის ერაყის სასამართლომ დაადანაშაულა მისი მმართველობის პერიოდში მრავალი ხოცვა-ჟლეტის ჩადენაში. ეს გულისხმობდა 1982 წელს შიიტების ხოცვა-ჟლეტას ქალაქ დუჯაილში და 1988 წლის ჰალაბჯას ხოცვა-ჟლეტას, როდესაც მან გამოიყენა ქიმიური იარაღი ქურთების ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მის წინააღმდეგ აჯანყდა.


"როცა აშშ-ის არმია ბაღდადში მოვიდა, სადმის დიდი ქანდაკება იყო, რომელიც ერთ-ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ჩამოხსნა, მანამდე კი ამერიკის დროშა ქანდაკების სახეს მოახვია. ყველა ჩვენგანი ვკითხულობდით: "ვინ არის ეს ადამიანი, რომელმაც ქანდაკება ჩამოაგდო? ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ ეს არ გვითხოვია. ვიცი, რომ დიქტატორის ქვეშ ვცხოვრობდით, მაგრამ არავის გვითხოვია მოსულიყო და ეს ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყანასთვის"-აღნიშნა ერაყის მოქალაქემ.


0
529
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
529