x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ქორწინდებოდნენ ფარაონები საკუთარ დებსა და ქალიშვილებზე

image


ძველი ეგვიპტის ფარაონები როგორც წესი, საკუთარ ახლო ნათესავებზე, მათ შორის საკუთარ დებსა და ქალიშვილებზე ქორწინდებოდნენ. ეს ტრადიცია სისხლის სისუფთავის შენარჩუნების იდეით იყო განპირობებული, რაც ეგვიპტური მონარქიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ფარაონები დედამიწაზე ღმერთებად ითვლებოდნენ და მათი მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მმართველი დინასტიის ძალაუფლებისა და ღვთაებრიობის შესანარჩუნებლად. ახლო ნათესავებზე დაქორწინება მათ "სისხლის სისუფთავის" შენარჩუნებაში ეხმარებოდა.


image


გარდა ამისა, ეს პრაქტიკა შესაძლებელს ხდიდა ოჯახში ქონებისა და სიმდიდრის შენარჩუნებას, თუ ფარაონი მემკვიდრის გარეშე მოკვდებოდა, ტახტი მის დას გადაეცემოდა, რომელიც ასევე მისი ცოლი იყო. ამრიგად, ფარაონების ოჯახებს შეეძლოთ თავიანთი ძალა და სიმდიდრე მრავალი თაობის განმავლობაში შეენარჩუნებინათ.


image


აღსანიშნავია ისიც რომ ახლო ნათესავებს შორის ქორწინების პრაქტიკა გავრცელებული არა მხოლოდ ეგვიპტეში, არამედ სხვა უძველესს ცივილიზაციებშიც იყო, მაგლითად, მესოპოტამიასა და ინდოეთში, თუმცა ეს ტრადიცია ამჟამად გენეტიკური დაავადებებისა და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების გაჩენის მაღალი რისკის გამო ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. სხვათა შორის, ახლონათესაური ქორწინებებით სახელი ასევე ჰაბსბურგთა დინასტიამაც გაითქვა.


image


თუმცა, ძველ ეგვიპტეში ქალიშვილებზე ქორწინებას ზოგჯერ უფრო სიმბოლური დატვირთვა ენიჭებოდა, რათა გოგონას კარზე მაღალი სტატუსი მოეპოვებინა, კიდევ უფრო ხშირი იყო ქორწინებები ნახევარძმებსა და დებს შორის. მაგალითად, კლეოპატრა თავის ორ უმცროს ძმაზე იყო გათხოვილი.







0
331
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
331