ყველაზე ბინძური ტომი მსოფლიოში- როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს იბანენ
შორეული აფრიკული ტომის, დამარას მკვიდრები წყალს უფრთხიან. მათი აზრით, დაბანამ შეიძლება უბედურება მოიტანოს, ამიტომ ყველანაირად ერიდებიან წყლის პროცედურას.
დამარას ტომის წევრებს, იგივე ბერგდამებს მეტსახელად „შავკანიანებს“ უწოდებენ და ეს არც არის გასაკვირი: მათ აქვთ ლურჯი-შავი კანი და მის ზედაპირზე ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ჭუჭყის მკვრივი ფენა. რატომ არის წყლის შიში ასე ღრმად ფესვგადგმული მათ კულტურაში, გაუგებარია. გარდა ამისა, ამ ტომის წარმომადგენლებს არ შეიძლება ვუწოდოთ ყველანაირად ბინძურები - ისინი სიფრთხილით ზრუნავენ კბილების სითეთრეზე, გამუდმებით ისუფთავებენ მათ ტყავის ნაჭრით და სპეციალური ხის ჯაგრისებით. ბერგდამები ხშირად მიირთმევენ უხეშ საკვებს (ფესვები ან მწერები), მათი კბილები ადვილად ზიანდება.როგორც კი კბილი გამოუსადეგარი ხდება, მკურნალი მას ჩვეულებრივი ჯოხით იღებს, რომელსაც კბილის ქვეშ ღრძილში ათავსებს და ქაჩავს.
ბერგდამის დასახლებაში მთავარი ღირებულება წმინდა ცეცხლია. მიახლოების უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, უფროსები ცეცხლს სპეციალური რიტუალის შემდეგ ანთებენ. ბერგდამის ტომის მთავარი ღვთაებაა კამაბუ, მზის ღმერთი. “ჯადოქრები" მიმართავენ მას, ითხოვენ წარმატებებს ნადირობაში, ასევე "კონსულტაციას" უწევენ ტომის წევრებს ჯანმრთელობის საკითხებში. საქმე იმაშია, რომ როდესაც ტომის წარმომადგენლებს აქვთ დაავადების სიმპტომები, ისინი მიდიან ასეთ ჯადოქართან. მას, მზის ღმერთის მითითებებით, გამოაქვს განაჩენი: თუ დაავადება ფატალურია, მაშინ არავინ იზრუნებს დაავადებულზე, ითვლება, რომ ის მარტო უნდა მოკვდეს. თუ ჯადოქარი მიიღებს ნიშანს, რომ ეს მხოლოდ გამოცდაა, მაშინ შეასრულებს სამკურნალო რიტუალს. ამისთვის ის „დაავადებას“ ადამიანის ორგანიზმიდან ერთ ადგილას აგროვებს, შემდეგ კი წვავს მას – ხშირად საშინელი ნაწიბურები რჩება პაციენტის სხეულზე...
ბერგდამის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია ინიციაციის რიტუალი. გოგონები მოზრდილებად ითვლებიან, როდესაც მათ უვითარდებათ სარძევე ჯირკვლები. მანამდე გოგონას ეკრძალება იმ საკვების ჭამა, რომელსაც ქალები მიირთმევენ. ინიციაციის დასაწყებად კეთდება ჭრილობები გულმკერდის ზემოთ, მასზე ადებენ ფქვილში გარეულ სხვადასხვა დაქუცმაცებულ მცენარეებს და ელოდებიან ჭრილობის შეხრცებას. პირველი მენსტრუალური ციკლის დაწყებისთანავე ტომი აწყობს თხის რიტუალურ მსხვერპლშეწირვას და გოგონას აძლევენ ბრძანებას, რომ ქორწინებამდე სექსი არ უნდა ჰქონდეს.
ახალგაზრდა ბიჭების ინიციაციის რიტუალი ჯგუფური ხასიათისაა. ბიჭები კაცებად რომ ჩაითვალონ, ორი დღე ზედიზედ უნდა წავიდნენ სანადიროდ. ტომის წევრები პირველ ნანადირევს ჭამენ (ახალგაზრდებს აღარაფერი რჩებათ) მეორე ტრაპეზს კი უკვე თანაბრად იყოფენ.
ასევე აღსანიშნავია ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რიტუალური მოქმედებები. ახალშობილის მამამ ხორცის ნაჭერი ცეცხლზე უნდა შეწვას, კანზე ცხიმი უნდა წაისვას, ჭუჭყი უნდა შეაგროვოს და და ტყავის პატარა ჩანთაში შეაგროვოს. ასე მზადდება ბავშვისთვის ამულეტი. მამა ბავშვს ჩანთას კისერზე კიდებს, მკერდზე აფურთხებს, ნერწყვს უზელს კანზე და სახელს არქმევს.
ტომს აქვს კიდევ უფრო საშინელი ტრადიცია, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების დაბადებასთან. ტყუპების დაბადება წყევლად ითვლება. მის მოსაშორებლად, ორი ჩვილიდან ერთ-ერთს ცოცხლად მარხავენ.