x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პოლიტიკოსობაზე აღარაა საქმე, ეს ადამიანია საერთოდ? "- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ლაზარე გრიგორიადისის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"პოლიტიკოსობაზე აღარაა საქმე, ეს ადამიანია საერთოდ? დამისახელოს ვინმემ ევროპაში ერთი სისხლის სამართლის წესით გასამართლებული მაგ ბოთლის სროლისთვის. ჯერ ერთი ისროლა თუ არა იმ ახალგაზრდამ ეგაც საკითხავია."- ვკითხულობთ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.


პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით ის ლაზარე გრიგორიადისს ჯერჯერობით პოლიტპატიმრად ვერ განიხილავს:

"მე ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმარია, აქეთა მხრიდანაც ვადევნებ თვალყურს არგუმენტებს და იქითა მხრიდანაც. მინდა გავიგო სინამდვილეში ამ ბიჭთან დაკავშირებით რა მოხდა. ის იყო ზუსტად ვინც ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“, თუ ის არ ყოფილა და მასზე ხელის შეწმენდა სურთ", - განაცხადა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. გამოძიება მას 7-9 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავება.


დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.








0
476
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
476