საზოგადოება „მეც კაი შებერტყილი მაიმუნი ვარ ხალხო, ნუ ცდებით ტრაქტატების წერაში“ - ნინო ჯანგირაშვილი 2023, 10 აპრილი, 17:50 ტელეკომპანია კავკასიას ერთერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში აქტივობით გამოირჩევა, ის არც ირონიულ და ხელისუფლების დამაკნინებელი განცხადებების გაჟღერებას ერიდება. ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: „იმდენი ხალხი ანერვიულდა, ემანდ სალომემ ქალები არ გაგვაბრიყვოს და ემანდ მანიპულაციების მსხვერპლნი არ გავხდეთ, რომ ოფიციალური განცხადება უნდა გავაკეთო: „მეც კაი შებერტყილი მაიმუნი ვარ ხალხო, დამშვიდდით, ნუ ცდებით ამოდენა ტრაქტატების წერაში.“ - აღნიშნავს ჯანგირაშვილი. . “ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ამ მოთხოვნას და შექმნის თუ არა საგამოძიებო კომისიას პარლამენტში? “ქართულ ოცნებაში” ამაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საპარლამენტო კომისიის შექმნას სარისკოდ მიიჩნევს. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ორშაბათს, 10 აპრილს, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს. “რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ორშაბათს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით, ხელმოწერები გვექნება, ხმები გვყოფნის, ესეც ტესტი იქნება ოპოზიციისთვის და ეს იქნება იმის მტკიცებულება, თუ როგორ არის სასამართლო სისტემა, კლანი, “ქართული ოცნება”, კორუფციაში ნეპოტიზმში და ზოგადად მმართველობის ერთიან სქემაში ჩაბმული”, - თქვა ხატია დეკანოიძემ. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, კორუფციული სქემების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა კონკრეტულ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს” 205 შეფასება არ არის
|