x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
უნიკალური აღმოჩენები, რომლებმაც არქეოლოგები თავისი სისასტიკითა და სილამაზით შოკში ჩააგდეს

image


არქეოლოგიური აღმოჩენები ადამიანებში კვლავ დიდ ინტერესს იწვევს, ალბათ იმიტომ რომ დანამდვილებით არავინ იცის რას გულისხმობს ესა თუ ის აღმოჩენა ან რა მიზანს ემსახურებოდა ის. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე იდუმალ და უჩვეულო აღმოჩენებს, ასევე მოგიყვებით იმ საიდუმლო ადგილების შესახებ, რომელთა კვალსაც არქეოლოგებმა ჯერაც ვერ მიაკვლიეს.





კოსტა - რიკის ქვის ბურთები


image


მდინარე დიკვისის შესართვთან უზარმაზარი ქვის ბურთები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი აღმოჩენაა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წელს იქნა შექმნილი. გარდა ამისა, გაირკვა რომ ამ ბურთებიდან ბევრი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, სპეციალური კლდოვანი ქვისგან იქნა დამზადებული, ითვლება, რომ ამ სფეროს შემქმნელებმა ისინი სხვა პატარა ქვების საშუალებით გამოკვეთეს. ზოგიერთი ადამიანის აზრით, დიკვისის ბურთები - განსაკუთრებული, უძველესი ინსტრუმენტია. ზოგი კი დარწმუნებულია რომ ქვები ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებდა, როლებიც კონკრეტულ ადგილას მიუთითებდნენ, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია მათი დანიშნულების განსაზღვრა. იმ დროს მცხოვრები ჩიბჩანის ტომები ესპანეთის დაპყრობის შემდეგ საერთოდ გაქრნენ, მათთან ერთად გაქრა ცნობები ამ ბურთების დანიშნულების შესახებაც. ამჟამად აღმოჩენის ადგილზე მხოლოდ 6 ქვის ბურთი დევს, დანარჩენები განთავსებულია კოსტა-რიკის მუზეუმებში, ასევე ვაშინგტონში და კემბრიჯში.





ანტიკითერას მექანიზმი


image


აღნიშნული მექანიზმი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ არქეოლოგიურ არტეფაქტად რჩება. ეს მექნიკური მოწყობილობა 1900 წელს ჩაძირულ ხომალდზე იქნა აღმოჩენილი, რომელიც ფსკერზე 2000 წელზე მეტხანს იმყოფებოდა. ის შეიცავს ბუნებრივ ბრინჯაოს და შედგება მრავალი რთული და მცირე ზომის მექანიზმისგან. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ აღნიშნული კონსტრუქცია მოხეტიალეებს გზას უჩვენებდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის არა უბრალოდ გზამკვლევის ფუნქციას ასრულებდა, არამედ უძველესი კალენდარიც იყო. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ანტიკითერას მექანიზმი ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის გამოსათვლელად გამოიყენებოდა. ამჟამად, არტეფაქტი ყველაზე ამოუცნობ ისტორიულ აღმოჩენებს შორის ყველაზე ღირსეულ ადგილს იკავებს.





კლეოპატრას საფლავი


image


ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი - კლეოპატრა VII პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან გახლდათ. ზოგი დედოფალს არამიწიერი სილამაზითა და ბრწყინვალე ინტელექტით იცნობს, ზოგიც - მრავალრიცხოვანი სასიყვარულო კავშირებით, თუმცა ერთადერთი რაც დღემდე ბურუსით არის მოცული მისი განსასვენებლის ადგილსამყოფელია. როგორც ირკვევა, კლეოპატრამ საყვარელ მამაკაცთან მარკუს ანტონიუსთან ერთად თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მათ აქციუმის ბრძოლის დროს მოკავშირეებმა უღალატეს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ დედოფალი და მისი ქმარი იმ ადგილას არიან დაკრძალულნი, რომელიც ყველაზე ამაღლებულ და ლამაზ ღირსშესანიშნაობად იქცა, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ არ არის ნაპოვნი, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ ორივე მთგანის საფლავი შესაძლოა გაძარცვული იყოს.




ბავშვთა ძვლები


image


ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ ისტორიაში ბევრი ადამიანი კანიბალიზმის, წამებისა და სხვადასხვა მსხვერპლშეწირვის მომხრე იყო. ამის ცოცხალი მაგალითი კი მეცნიერთა გათხრების შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებებია. ისრაელის საკანალიზაციო არხებში არქეოლოგები დიდი რაოდენობით ბავშვთა ძვლებს წააწყდნენ. გაურკვეველი მიზეზის გამო, უცნობმა ადამიანებმა მრავალი ბავშვის ნაშთის კანალიზაციაში ჩაყრით სამხილების უბრალოდ თავიდან მოშორება გადაწყვიტეს.









0
1551
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1551