x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერაყი აშშ-ს შეჭრიდან 20 წლის შემდეგ: ერაყელების უმეტესობას მიაჩნია, რომ სადამ ჰუსეინის დროს უკეთესად ცხოვრობდნენ
image

ერაყში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მაცხოვრებლების უმეტესობა თვლის, რომ ცხოვრება გაუარესდა 2003 წელს აშშ-ს შეჭრის შემდეგ. გამოკითხვა დაემთხვა პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დამხობის 20 წლისთავს - წერს BBC.



თებერვალში არაკომერციულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Gallup International-მა ჩაატარა გამოკითხვა ერაყის 18-ვე მუხაფაზახში(იგივე გუბერნია) სულ გამოიკითხა 2024 ზრდასრული მოქალაქე.


კითხვაზე ერაყის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და აშშ-ს შეჭრამდე, გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომაროება სადამ ჰუსეინის დროს უფრო უკეთესი იყო ვიდრე ამჟამად, ხოლო 40% უპასუხა უარყოფითად.



ერაყის შიიტური არაბული უმრავლესობა პოლიტიკურად ძლიერი გახდა 2003 წლის შემდეგ, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება სუნიტ არაბებში, ქურთებსა და სხვა უმცირესობებში.


ეს სექტანტური განხეთქილება ჩანს გამოკითხვაში: სუნიტი მუსლიმების უმრავლესობა, დაახლოებით 54%, თვლის, რომ სადამ ჰუსეინის დროს ცხოვრება უკეთესი იყო.


მიუხედავად ამ მწარე შეფასებისა, არსებობს გარკვეული პროგრესის ნიშნები. ყოველი მესამე რესპონდენტიდან მხოლოდ ერთი აღწერს ერაყის მდგომარეობას, როგორც ცუდს.


როდესაც Gallup International-მა მიუბრუნდა თავის არქივებს და 2003 წელს შეადარა იმავე კითხვაზე პასუხის შედეგები, მათ დაადგინეს, რომ სამი ერაყელიდან თითქმის ორი თვლიდა, რომ მაშინდელი ვითარება იყო ცუდი.


45 წლის მამაკაცმა ანბარის პროვინციიდან გამოკითხვის მონაწილეს უთხრა: "ძნელია იმის თქმა, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა სიტუაცია. ცვლილება მოაქვს იმედს და ჩვენ ტენდეციაა დავივიწყოთ წარსული. შესაძლოა ეკონომიკა გაუმჯობესდა, მაგრამ წარმოება შემცირდა და უსაფრთხოება გაუარესდა“.


აშშ ერაყში 2003 წელს შეიჭრა ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ გლობალური უსაფრთხოებისთვის საფრთხის საბაბით.


მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღის (WMD-)ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. ამის ნაცვლად, ომმა გამოიწვია ასობით ათასი ერაყელის სიკვდილი და ქვეყანაში გახანგრძლივდა არასტაბილუი სიტუაცია.


მიუხედავად აშშ-ს მთავრობის თავის გამართლებისა, როგორც ჩანს, ბევრი ერაყელი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ომის ნამდვილ მოტივებს.


ერაყელების დაახლოებით 51% თვლის, რომ აშშ შეიჭრა ერაყში მისი რესურსების ხელში ჩაგდების მიზნით.


ეს სენტიმენტები ყველაზე ძლიერია ანბარის პროვინციაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში, რომლებიც მდიდარია ნავთობითა და გაზით.


მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ შემოჭრის მიზანი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა იყო. სხვა მიზეზები, როგორიცაა აშშ თავდაცვის კონტრაქტორების მომსახურება, ტერორიზმთან ბრძოლა და დემოკრატიის დამყარება ერაყში, ნაკლებად ფიგურირებდა პასუხებში.

0
145
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0