x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 წარმოუდგენელი ისტორიული ფაქტი

ჩვენს დროში, როდესაც ყურადღების მისაპყრობად, საინფორმაციო ველზე, ამდენი ყალბი ამბავი და მოგონილი ისტორიაა, ხან რეალური, ნამდვილი ფაქტებიც კი, შეიძლება, მოგონილი ჩანდეს. მაგრამ ცხოვრება, ხან უფრო უცნაურია, ვიდრე გამოგონილი ამბები. აქ სწორედ ასეთი ფაქტებია წარმოდგენილი:


გასული საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს, ავსტრალიის კონტინენტზე ძალიან გამრავლდნენ სირაქლემები, რომლებიც ფერმერების მეურნეობებს თავს ესხმოდნენ და ზარალს აყენებდნენ. იმ დროს, ავსტრალიის არმიამ ახალი თაობის ტყვიამფრქვევები მიიღო და მთავრობის გადაწყვეტილებით, სირაქლემებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება არმიას დაევალა. მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ ჭკვიანი ფრინველები სამხედროებთან ის ახლოს არ მიდიოდნენ, რომ ტყვია მოხვედროდათ. ხოლო, როდესაც ტყვიამფრქვევი სამხედრო მანქანაზე დადეს და ფრინველებს გამოუდგნენ, აღმოჩნდა რომ, სირაქლემები უფრო სწრაფად დარბოდნენ, ვიდრე მანქანა მოძრაობდა. საომარი დაპირისპირების დროს, მხოლოდ 20 სირაქლემა დაიღუპა... ომის შედეგი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და არმიის მარცხი აღიარეს. ეს ომი 1932 წელს მოხდა. მოგვიანებით, მთავრობამ თითოეული სირაქლემას მოკვლისთვის, ჯილდო დააწესა.image



ერთხელ ორაკულმა შუმერ მმართველს უთხრა, რომ «მეფეს უბედურება ელოდა». ამიტომ, მეფემ გადაწყვიტა, რომ ერთი დღით, ტახტზე თავისი მებაღე დაესვა და იმავე ღამეს, ის სიკვდილით დაესაჯა. მან გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და მებაღე მეფედ აკურთხეს... მაგრამ, ამის შემდეგ, მალევე, მეფეს სუპის მირთმევისას, ლუკმა სასულეში გადაუცდა და გარდაიცვალა. ხოლო მებაღე, ქვეყანას კიდევ 24 წელს მართავდა.image



1774 წ, პრუსიის მეფემ ფრიდრიხ II დიდმა, მოსახლეობას შიმშილის დაძლევაში რომ დახმარებოდა, «უფასო კარტოფილის პოლიტიკა» შემოიღო. იმ დროს, ეს პროდუქტი ჯერ კიდევ უცნობი იყო და მასზე ბევრი უარს ამბობდა. მეფემ კარტოფილის მინდვრებზე ყალბი პატრულირების ორგანიზება ბრძანა, რომ მოსავალი უფრო ღირებულად გამოჩენილიყო. ამის შემდეგ, ხალხმა მინდვრებში ღამ–ღამობით მისვლა და კარტოფილის მოპარვა დაიწყო.image



ჯეკ დენიელი (ვისკი Jack Daniel's. ის შემქმნელი) ფეხის თითის ინფექციით გარდაიცვალა. ინფექციის მიზეზი კი, ის იყო, რომ მას სეიფის შიფრის კომბინაცია დაავიწყდა, რომელშიც ფული ჰქონდა შენახული და მას ფეხი მიარტყა.image



ძველი რომაული საზოგადოებრივი ტუალეტი, ორმოზე დაყენებულ ნახვრეტიან დასაჯდომს წარმოადგენდა — არანაირი ტიხრები და ცალკე კაბინა. ამასთან, რომაელები ტუალეტში წასვლას, ინტიმურ პროცესად სულაც არ თვლიდნენ — უფრო პირიქით, ისინი იქ ყოფნის დროს, აქტიურად იყენებდნენ სოციალური ურთიერთობებისთვის: ესაუბრებოდნენ მეგობრებს, იცნობდნენ ახალ ადამიანებს, ერთმანეთს ჭორებს და ხმებს უზიარებდნენ, ხან კი, სახელმწიფო საქმეებსაც იხილავდნენ.image



ფიდელ კასტროს ძალიან უყვარდა რძე. როდესაც მისი ძროხა მოკვდა, რომელიც მსოფლიოში რეკორდსმენი იყო, დღეში წარმოებული რძის რაოდენობით, მან მისგან ფიტულის დამზადება ბრძანა. გარდა ამისა, მისი გიგანტური მარმარილოს ქანდაკების შექმნის და სახელმწიფო გაზეთში, ნეკროლოგის გამოქვეყნების განკარგულებაც გასცა.image



«ტიტანიკის» დამკვირვებელს დურბინდი არ ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ის, შემთხვევით, საუთჰემპტონში დატოვეს. მაგრამ, სინამდვილეში, დურბინდი გემის ბორტზე, სეიფში იყო ჩაკეტილი.image



თავისუფლების ქანდაკება სპილენძის არის (უფრო სწორედ, სპილენძის ფირფიტებით არის დაფარული). მაგრამ, წვიმის, ქარის და ზღვის წყლის შხეფებმა, მისი დაჟანგვა გამოიწვია. ქანდაკება ჯერ ღია ყავისფერი გახდა, ხოლო შემდეგ, – მოლურჯო-მწვანე ფერი მიიღო. ოქსიდების აპკი ქანდაკებას აღარ მოაცილეს, რადგან ის ამერიკის სიმბოლოს შემდგომი დაჟანგვისგან იცავს.image



ალბერტ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს, მაგრამ მან, უარი თქვა.image



ბაბილონის გოდოლი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ რისთვის – არავინ იცის. მეცნიერები თვლიან, რომ ბაბილონის გოდოლი მითი არ არის. რა მიზნით აშენდა ეს ნაგებობები, ჯერ–ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს გიგანტური კიბეებიანი საყრდენი ტაძრის საფუძველს წარმოადგენდა.

შუამდინარეთში ზიკურათების (მრავალსაფეხურიანი საკულტო დანიშნულების შენობა) მშენებლობა იშვიათობას არ წარმოადგენდა. ყველაზე მაღალი კი, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, ეტემენანკი იყო, – «სახლი, სადაც ცა დედამიწას ხვდება». ლეგენდის თანახმად, მისმა სიმაღლე 91 მ-ს აღწევდა.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

* რეინკარნაცია: დოროთის უცნაური ისტორია (ნამდვილი ამბავი)

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (V ნაწილი)



0
466
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0