საბუნებისმეტყველო რადარმა უცხოპლანეტელების არსებობა დაადასტურა 2023, 12 აპრილი, 8:51 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, უცხოპლანეტელებთან ვიზუალური კონტაქტის არაერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 1996 წ. 28 აგვისტოს მსგავსი შეტყობინება პრეტორიიდან მიიღეს, სადაც ქალაქის ცაში დიდი ზომის ვერცხლისფერი ობიექტი დააფიქსირეს. ამ შემთხვევაში, ანომალია იოჰანესბურგის რადარის ოპერატორებმაც დაადასტურეს... იმ დღეს, ცაში მოლივლივე სფერო, პირველად პოლიციის სერჟანტმა იოჰან ბეკერმა დაინახა და განაცხადა, რომ "რაღაც, სხვა სამყაროდან დაინახა". ბეკერის აღწერილობის მიხედვით, ობიექტს აშკარად დისკის ფორმა და "წითელი სამკუთხა სინათლეები" ჰქონდა. ის პოლიციის განყოფილების თავზე, დაახლოებით, 90 წ. გაჩერდა და დროის ამ მონაკვეთში, ბეკერმა პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახა და მფრინავ ფრედ ვიჯოენს ობიექტის შესწავლა დაავალა. ინციდენტის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავიდან, ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა. თუმცა, როგორც კი მანათობელ დისკს მიუახლოვდა, მიხვდა, რომ "ეს ის იყო, რაც მანამდე არასდროს განუცდია". როგორც კი ვერტმფრენი მას მიუახლოვდა, ხომალდი მოულოდნელად დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ვიჯოენი ყველანაირად ცდილობდა მას დასწეოდა, ვერ მოახერხა, რადგან ობიექტი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ბოლოს, ვერტმფრენს ბაზაზე დაბრუნება მოუხდა, რადგან საწვავი გამოელია. არხის სხვა სიახლეები:* გობის უდაბნოს ქვეშ უცხოპლანეტელების უდიდესი ქალაქია* თუ ცხოველები გიყვართ – 20 პოზიტიური ფოტო* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»952 3-ს მოსწონს
|