x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
რამხელაა იუპიტერი?-საინტერესო ფაქტები პლანეტების შესახებ

ჩვენს საოცარ მზის სისტემაში პლანეტები ერთმანეთისაგან ზომით, შემადგენლობით განსხვავდება. ზოგი პატარა და ქვიანია, ზოგი კი ვეებერთელა აირის ბურთია.

image

უდიდესი პლანეტა იუპიტერია, მისი დიამეტრი 139 833 კმ-ია და მის გასწვრივ 11 დედამიწა განთავსდება.

პლანეტა იუპიტერი ფუღურო რომ იყოს, 1320 დედამიწა ჩაეტეოდა :)

image

მიუხედევად იმისა, რომ სატურნი სიდიდით მეორე პლანეტაა, არ არის ძალიან მკვრივი. სატურნის დიდ აბაზანაში ჩაგდება რომ შეგვეძლოს, ამოტივტივდება, ყველა სხვა პლანეტა კი ჩაიძირება.

image

იუპიტერს გაზის გიგანტს უწოდებენ, რადგან ძირითადად წყალბადისგან შედგება. მისი მასა, დაახლოებით, ორ-ნახევარჯერ აღემატება დანარჩენი პლანეტების ერთად აღებულ მასას.

ჯერჯერობით ყველაზე მეტი მთვარე იუპიტერის ირგვლივაა აღმოჩენილი, მას 67 მთვარე აქვს. სატურნი მეორე ადგილზეა 62 მთვარით. ურანს აქვს 27 მთვარე, ნეპტუნს - 13, მარსს - 2 და დედამიწას - მხოლოდ ერთი. ვენერასა და მერკურს არც ერთი არ გააჩნიათ.

image

იუპიტერის ატმოსფეროში უკვე 300 წელია გაუჩერებლად მძვინვარებს უზარმაზარი ქარბობალა. მისი დიამეტრი 20000 კმ-ზე მეტია. შიგ ორი ან სამი დედამიწა დაეტევა.

image

ასევე საინტერესოა:

რამხელაა მზე?- რვა საინტერესო ინფორმაცია მზის სისტემის შესახებ

0
559
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0