x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რეინკარნაცია: სემის "საქმე" (ნამდვილი ამბავი)

მამა ჯერ კიდევ საფენებს უცვლიდა ბიჭუნას, როდესაც მას პატარამ უთხრა: «როცა შენხელა ვიყავი, საფენებს მეც გიცვლიდი». მაშინ სემი, დაახლოებით 18 თვის იყო... და მან მსგავსი ამბების მოყოლა შემდგომშიც გააგრძელა. «ადრე დიდი ვიყავი, ახლა კი პატარა ვარ», — თქვა მან ერთხელ.


image


როდესაც ბიჭი 4 წლის გახდა, ბებია გარდაეცვალა. ის შორს ცხოვრობდა და სემის მამა, დაკრძალვის შემდეგ, მშობლების სახლში გაემგზავრა, რომ ყველაფერი წამოეღო, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული იყო. სხვა ნივთებთან ერთად, მან ძველი ფოტოებიც ჩამოიტანა. სემი ფოტოებს ათვალიერებდა და მან ბაბუის ფოტოს დაადო ხელი და თქვა: «ეს მე ვარ!» — «ეს კი! ჩემი ავტომობილია!» დაამატა მან და 1949 «პონტიაკზე» მიუთითა.

სემმა ფოტოზე ბაბუა და მისი პირველი ავტომობილი ამოიცნო. ეს ადამიანი, სემის დაბადებამდე, თითქმის, 2 წლით ადრე გარდაიცვალა. ამ ფაქტის ასახსნელად, მშობლებმა ბავშვს გამოცდა მოუწყვეს:

მათ სემს კლასის ფოტო მისცეს, რომელზეც, დაწყებითი სკოლის, 27 ბავშვი იყო. სემმა ფოტო ყურადღებით დაათვალიერა და საკუთარ ბაბუაზე მიუთითა. «ეს მე ვარ», — თქვა მან. ბიჭის სწორი იდენტიფიკაცია, შეიძლება მხოლოდ იღბლიანი დამთხვევა ყოფილიყო. სემის მშობლებს, რაღაც უფრო კონკრეტულის შემოწმება უნდოდათ — ისეთი რამის, რაც სემის ბაბუამ იცოდა, მაგრამ ამის შესახებ, არავის უსაუბრია...

სემს დედამ ჰკითხა: ბაბუას და–ძმა თუ ჰყავდა? «დიახ, მე და მყავდა», — უპასუხა მას ბავშვმა. «მაგრამ, ის თევზად გადაიქცა». შვილის ამ სიტყვებმა, ქალი დააბნია და მას ჰკითხა, თუ ვინ გადააქცია ქალი თევზად? «ცუდმა ადამიანმა» — უპასუხა სემმა.

სინამდვილეში, სემის პაპას მართლაც ჰყავდა და, რომელიც მისმა მეუღლემ, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, მოკლა, პლედში გაახვია და ყურეში ჩააგდო. ამ შემზარავი ამბის შესახებ, ოჯახში არა საუბრობდნენ, განსაკუთრებით ბავშვის გასაგონად...

უცნაურია, იმის წარმოდგენა, რომ ოჯახის წევრები სხვა ადამიანების სახით, ჩვენთან ისევ ბრუნდებიან... და იმასაც ამბობენ, რომ წინა ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, პატარას მხოლოდ 3–4 წლამდე ახსოვს. ხოლო შემდეგ, მის ადგილს ახალი ინფორმაცია იკავებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (IV ნაწილი)

* გოგონა, რომელიც ათი წელი, მაუგლივით მტაცებლებთან და ველურ ტომებთან ცხოვრობდა

* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»



0
650
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0