სხვა შუმახერის ჩაფხუტი ტანკს უძლებდა - რა მასალით იყო ის დამზადებული? 2023, 9 აპრილი, 13:22
შუმახერის ჩაფხუტი დაფარული იყო ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მასალით, რომელსაც ადამიანს ოდესმე შეუქმნია - მრავალფენიანი ნახშირბადის ბოჭკოთი. ეს ნანოტექნოლოგია, ძალიან მოდაში იყო 10 წლის წინ, მაგრამ ახლა ყველამ მიივიწყა. ამაოდ!
2004 წელს მიხაელ შუმახერისთვის Schuberth RF 1.5 ჩაფხუტი გაკეთდა. ის იმდენად მკვრივი იყო, რომ ტანკმა გადაუარა და ვერაფერი დააკლო. იმ დროისთვის ჩაფხუტი 20 000 დოლარი ღირდა. ტექნოლოგებმა გადაწყვიტეს ანალოგიური ჩაფხუტების დამზადება და არა უშედეგოდ! სწორედ ამ ნახშირბადის ფენის ტექნოლოგიამ გადაარჩინა ცნობილი ბრაზილიელი ავტომრბოლელი ფელიპე მასა უნგრეთში 2009 წელს. სხვა მანქანას ზამბარა მოწყდა, მასას "ფერარი" იმ მომენტში 260 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. წარმოგიდგენიათ რა ძლიერი იქნებოდა თავში მოხვედრილი ზამბარა? თუმცა, ჩაფხუტმა გაუძლო და დარტყმის შედეგად დალილავება ადვილად განიკურნა. ფელიპე მასა საავადმყოფოდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს. ჩაფხუტი შედგება T 1000 ნახშირბადის ბოჭკოს 18 ფენისგან.შედარებისთვის, ჩვეულებრივი მოტოციკლეტის ჩაფხუტი დაფარულია სამი ფენით. ნახშირბადის ბოჭკოს უპირატესობები საგრძნობია. გარდა მაღალი სიმტკიცისა, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ასეთი ჩაფხუტების წონას - დაახლოებით 30%-ით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს კისერზე დატვირთვას მაღალი სიჩქარის დროს გადატვირთვისას ან დამუხრუჭებისას. მაგალითად, სარბოლო მანქანის ნორმალური დამუხრუჭების დროს კისერზე დატვირთვა იზრდება ექვსჯერ!. ნახშირბადის ბოჭკოს აქვს ძალიან მაღალი მოჭიმვის ძალა 3500-დან 7000 მეგაპასკალამდე. შედარებისთვის, სტრუქტურულ ფოლადს აქვს მხოლოდ 550 მეგაპასკალის სიმტკიცე. ნახშირბადის ბოჭკო არის მასალა, რომელიც შედგება 3-დან 15 მიკრონი დიამეტრის თხელი ძაფებისგან. შედარებისთვის, თმის სისქე 30-70 მიკრონია. იაპონელები არ ახმოვანებენ დეტალებს თავიანთი T 100-ზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი მასალას მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ და ყურადღებით აკონტროლებენ ნახშირბადის ბოჭკოს კრისტალურ სტრუქტურას და ორიენტაციას. ბუნებრივია, ასეთი მასალა გამოიყენება არა მხოლოდ ჩაფხუტებში. ის ძალიან სასარგებლოა აეროკოსმოსური და საავტომობილო მრეწველობაში, ასე გამოიყენება მშნებლობაში, რადიოტექნიკაში, სპორტულ ინვენტარებში და სხვა. აქ საჭიროა არა მხოლოდ სიმკვრივე, არამედ წონის დაკლება. როგორც წესი, ის ორჯერ მსუბუქია ალუმინზე. თან ეს მასალა ნელ-ნელა „იღლება“ – უძლებს მრავალ ციკლურ დატვირთვას. 426 3-ს მოსწონს |
თავად ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა რომ ზემტკიცეა ამაში დასტური და სტატიას მოწონება.