x
image
თამილა გურაშვილი
დარეჯან მეფარიშვილი: "ახლა ეს ქალი ქვების სროლის რეჟიმშია - ყველა გზა კუჭზე გადის და იმიტომ!

image
"ეს ქალი იყო მოქალაქეთა კავშირის წევრი და "პიარშიცა" - მოქკავშირი სისხლიანი ხუნტის შემდეგ აღზევდა!
გამგები ისედაც გაიგებს რა ვთქვი და ხოფერიას მრევლისთვის სისხლიანი ხუნტა, ისევე როგორც თავად ხოფერიასთვის, ხსნა იყო. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილსაც აქვს თავისი წვლილი, დიახ, ასეა და არა იმ დოზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების შემოქმედთ და მათ შორის, ხოფერიას, რომელმაც ერთხელაც არ გააპროტესტა. პირიქით, მივიდა და რა სიბინძულეებიც აკეთა შევარდნაძე-სააკაშვილი- ჟვანიას კლანმა, ყველაფერს მხარი დაუჭირა!
ახლა ეს ქალი ქვების სროლის რეჟიმშია - ყველა გზა კუჭზე გადის და იმიტომ!
ხათუნა ხოფერია მოქკავშირიდან გაერთიანებულ დემოკრატებში რომ გადასკუპდა, არც მაშინ გახსენებია ამ პარტიის ლიდერის მამის "საქმენი საგმირონია" - ყველა გზა კუჭზე გადის და იმიტომ!
არც მაშინ, როცა "მარგალიტების ფრქვევა" დაუფასეს და 2004-2007 წლებში საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილედ მოევლინა "სამყაროს", ხოლო, 2007-2008 წლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
დღეს, 9 აპრილს, მივა ალბათ, რუსთაველზე, მიიტანს ყვავილებს და ერთ-ორ "ცხარე სიტყვასაც" "ამოაფრქვევს". ვინ იცის, ეროვნული გმირის მანტიაშიც შეიფუთოს. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე მაგარი რაა იცით? ხოფერიამ რომ დაალაგა ორი ჯგუფი - მოღალატეები და პატრიოტები.
პოლიტიკურ ჭრილში მრავალგზის გახვრეტილი მრავალსაჯდომიანი ხოფერია რომ იტყვის, ვინც სალომეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მივა - "ნუ ეცდებიან, სამომავლოდ, ჩვენთან ერთად სადმე მოხვედრას, ჩვენ მეგობრებში დაფიქსირებას, ჩვენ შეკრებებზე მოსვლას, მესინჯერში თანადგომის გამოცხადებას!!!… ნურც ეცდებიან! შუა გაკრეფილია და სჯობს, უსიამოვნებები თავიდან აირიდინ" - წლის კი არა, საუკუნის ანეკდოტი არაა?
"უფრო მძიმე ფორმებში არ ვწერ"-ო შევარდნაძის, სააკაშვილის და ჟვანიას, საქართველოს მატლიანი პური რომ აჭამა იმ კაცის შვილის პარტიის მრავალსაჯდომიანმა, ბრძანა.
დღეს შუაგაკრიფა, გუშინ ყველანი ციხეში-ს უჭერდა მხარს, თაობის ჩარეცხვას.
სამომავლოდოდ არ გამომეხმაუროთო და მოდის, მოღელავს... ტაში, კუკურიიიი!" - ხათუნა ხოფერიას მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტს ასე ეხმაურება ჟურნლისტი დარეჯან მეფარიშვილი
image
1
227
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
227
  
2023, 9 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1