x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
10 შენობა უჩვეულო არქიტექტურით

image



მსოფლიოში უამრავი უჩვეულო ფორმის საინტერესო შენობაა, რომლებიც გამოირჩევიან უნიკალური სტილითა და დიზაინით. ზოგი მათგანი ზღაპრული სასახლეებივითაა, ზოგიც კი მკაცრი და შიშის მომგვრელი.

ვნახოთ რამდენიმე მათგანი, მათ შორის საქართველოს ბანკის ამჟამინდელი შენობაც.




10. საცხოვრებელი კორპუსი ''იუნიკატო'' პოლონეთში


UNIKATO საცხოვრებელი კორპუსია პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს ცენტრში, რომელიც ააგო არქიტექტურულმა კომპანიამ KWK Promes-მა.

შენობა შთაგონებულია დაბინძურებული გარემოთი გამოწვეული შედეგებით. ოდესღაც ნათელი შენობა მრავალი წლის განმავლობაში სმოგისგან თითქოს გაშავდა.

ის იმეოერებს იმ ბუნებრივ პროცესს, რაც ემართება შენობებს დაბინძურებულ გარემოში, წლების განმავლობაში შავდება და თეთრი რჩება ფანჯრები, სწორედ ამ დაკვირვებას იმეორებს ეს შენობა.



imageimageimageimage





9. საცხოვრებელი კორპუსი ჰოლანდიაში


ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა სტუდია GAAGA-მ შექმნა საცხოვრებელი კორპუსი ეინდჰოვენში, ტყიან პარკში, რომელშიც კოლონადებისთვის ხის ბოძებია გამოყენებული.


შენობა ორიენტრირებულია ბუნებაში დროის გატარებაზე. მას უწოდებენ ''ტყის აბანოს''.



imageimage



8. ბეტონის დისკები ნიდერლანდებში


შესანიშნავი ადგილია პიკნიკისთვის.

ორი უზარმაზარი ბეტონის დისკი ჩასმულია ბორცვში.

თუკი ბორცვზე დაგეზარებათ ასვლა, მაშინ დისკებს შორის გაკეთებული ვიწრო კიბეებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ეს ყველაფერი ხელოვნური ბორცვის შუაგულში კანიონს ჰგავს.


დისკების დიამეტრი 26 მეტრია. პროექტი ეკუთვნის ჰოლანდიელ მოქანდაკეს ფრანც დე ვიტს. აგებულია 1992 წელს.


imageimage



7. გრეხილი ბუხარი უელსში


ეს არის ნიუ-იორკელი მოქანდაკის მიერ შექმნილი გრეხილი ბუხარი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ უელსში.

სკულპტურა 16 მეტრი სიმაღლისაა და ფოლადისგანაა დამზადებული.

მას ძირითადად მხატვრული დატვირთვა აქვს, ფუტურისტული ხედვის შესაქმნელად.

image




6. სასტუმრო სან-ფრანცისკოში


17 სართულიანი, 802 ნომრიანი სასტუმრო Hyatt Regency მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. აგებულია 1974 წელს, არქიტექტორ ჯონ პორტმანის მიერ.


image




5. გამოქვაბული ინდოეთში


Vyaghra Gumpha არის ერთ-ერთი პოპულარული გამოქვაბული უდაიაგირიში. გამოქვაბულს, რომელიც ნანგრევებშია, შესასვლელი ვეფხვის პირის მსგავსად აქვს გამოკვეთილი.

სიტყვა ვიაგრა ნიშნავს "ვეფხვს". აქ აღმოჩენილი წარწერა მოგვითხრობს, რომ ეს გამოქვაბული ეკუთვნის ქალაქის მსაჯულ საბჰუტს.


image




4. ალპური თავშესაფარი იტალიაში


წარმოუდგენელი ალპური მთა მონტე კრისტალო 2760 მეტრის სიმაღლეზეა და მდებარეობს აურონცო დი-კადონეს კომუნაში, იტალიაში.


მთის ფერდობზე აგებული თავშესაფრი ითვლება, რომ იტალიელმა ჯარისკაცებმა პირველი მსოფლიო ომის დროს ააგეს, გაყინვისგან თავდასაცავად.


imageimage



3. საცხოვრებელი კორპუსის სახანძრო კიბე ბრაზილიაში


38 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ასეთი კიბეები აქვს ხანძრის დროს ევაკუაციისთვის.


ის ქალაქ სან-პაულოს ცენტრში მდებარეობს და ბრაზილიაში ერთ-ერთი უდიდესი შენობათაგანია.

მისი სიმაღლე 118 მეტრია. აქვს 1160 ბინა და 70 კომერციული დაწესებულება.


image




2. საცხოვრებელი კოშკი საფრანგეთში


L'Arbre Blanc საცხოვრებელი კოშკი, მონპელიეში ხის ფორმას იმეორებს. 17 სართულიანი შენობა მოიცავს 113 ბინას მკვეთრად გამოწეული აივნებით, რაც ტოტების იმიტაციას ქმნის. ამ კონსოლების სიგრძე 7, 5 მეტრამდეა.


image



1. საქართველოს ბანკის შენობა თბილისში


7 ბეტონის ბლოკისგან შემდგარი კონსტრუქცია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორული ნიმუშია. ის 2007 წლიდან უძრავი ძეგლების სიაშია.


ეს არის გაგარინის ქუჩა N29ა.-ში მდებარე საქართელოს ბანკის სათავო ოფისის შენობა. ეს შენობა ააგეს 1975 წელს, არქიტექტორების ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას დაპროექტებით. ადრე მასში საავტომობილო გზების სამინისტრო იყო განთავსებული.


BBC-იმ ეს ნაგებობა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 10 ბრუტალისტურ შენობებში დაასახელა.
მისი მთლიანი ფართობი 16 ათასი კვადრატული მეტრია, მიწათან შეხების ფართობი კი, სულ რაღაც 450 კვადრატული მეტრს შეადგენს.


image







0
425
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0