x
4 ფაქტი სულხან-საბა ორბელიანზე
https://www.allgeo.org/index.php/ka/55-2018-12-12-17-19-51


1.ულან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალ-მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა 1658 წელს ბოლნისის რაიონ სოფელ ტანძიაში. შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი- ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხან-საბა ორბელიანი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს სადაც თავის უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V ვაჟებთან ერთად იზრდებოდა. მან მიიღო შესანიშნავი განათლება, როგორც საერო ისე სასულიერო დისციპლინებში. მომავალში მასვე დაევალა ტახტის მემვიდრის, ლევანის ძის ვახტანგ VI აღზრდა.


2.საბა ახალგაზრდიბიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იმ დროისათვის პროზას დაკარგული ჰქონდა თავისი ფასი ამიტომ მას ერთნაირად გაურბოდა როგოც მკითხველი, ისე მწერალიც. ასეთ დროს ორბელიანმა შეძლო და აღუდგინა ქართულ პროზას დიდების დღენი. მან შექმნა იგავ-არაკთა ბრწყინვალე კრებული “სიბრძე სიცრუისა”, რომელშიც არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გამოსცა თავის დროის მოწინავე იდეები და ზნეობრივი იდეალები. ორბელიანის მოღვაწეობა მწერლობის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლობედიურ ელემენტებს შეიცავს მისი “ქართული ლექსიკონი”-“სიტყვის კონა”, რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. მის კალამს ეუკუთვნის ასევე პროზაული ნაწარმოებები “სწავლანი” და “მოგზაურობა ევროპაში”. მხატვრული პროზის უბადლო ოსტატს დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული პოეზიის წინაშე.


3.მას წილად ხვდა დაემუშავებინა მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ჩინებული ძეგლი, როგორიც არის “ქილილა და დამანა”. ეს პროზაული ნაწარმოები დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ფორმის ლექსებს. სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსთაწყობის ისტორიაში თამამად დაანგრია ძველი ნორმები, დაძლია ტრადიციული შეზღუდულობა და ქართული ლექსი გამოიყვანა განვითარების ფართო გზაზე. მის ნოვატორულ გზას გაჰყვნენ მამუკა ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი და სხვა.



4.ორბელიანი გახლდათ არა მარტო პოეტი და პროზაიკოსი არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწე. იგი დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა ევროპაში და ცდილობდა საქართველო დაეხსნა ირან-ოსმალეთის ტყვეობიდან. ამ მიზნით იგი შეხვდა საფრანგეთის მეფეს ლუი XIV რომელმაც ცივი უარით გაისტუმრა ქართველი დიპლომატი. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. 1724 წელს ვახტანგ VI გადაწყვიტა რუსეთში გადახვეწა. მან წინასწარი მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ორბელიანი გაგზავნა. ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში 1725 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოვში.
სულხან-საბა ორბელიანმა დიდი კვალი დატოვა ქართულ მწერობასა და მეცნიერებაში.

0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0