x
4 ფაქტი დავით კლდიაშვილზე
4 ფაქტი დავით კლდიაშვილზე


1.დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.


2.დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც კალამი აიღო ხელში და წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“ პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები. მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის ლიტერატურული დებიუტია. სოფლის ცხოვრება ძირითადი თემაა მწერლისა. მისი მხატვრული სიტყვა მოთხრობა „შერისხვა“ არის, რომელიც დაიწერა და დაიბეჭდა 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“. 1897 წელს დავით კლდიაშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა „მრევლში“.


3. 1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.



4.დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა, ამან თავისი პირველი გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, შემდეგ მოყვა „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“ და სხვა.


კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმმა თავი იჩინა დრამატურგიაშიც. დ. კლდიაშვილი იუმორის ბუნებრივი გრძნობით, დაკნინებული აზნაურის ცხოვრების მხილებით ქმნის საინტერესო კომიკურ სურათებს: „დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“ ამჟღავნებენ დ. კლდიაშვილის მიერ დრამატული სიტუაციების შესანიშნავ უნარსა და ძალას.


0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0