ფოტოგრაფია გასული საუკუნეების 10 საინტერესო ფოტო, რომელიც სრულიად არასტანდარტულად გამოიყურება 2023, 8 აპრილი, 19:28 რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას ცნობილი ადამიანებისა და საინტერესო მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ და იშვიათ ისტორიულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნდებთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებთ.![]() დიახ, დიახ, ნამდვილად არ ცდებით, როკ -ენ -როლის მეფე, ელვის პრესლი ჯარში მსახურობდა![]() სამხედრო მოქმედება - სახუმარო საქმე როდია, ამ დროს ადამიანებიც და ძაღლებიც სპეციალურ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები![]() მესამე რაიხის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსისა და ადოლფ ჰიტლერის უახლოესი თანამებრძოლის, იოზეფ გებელსის ქორწილი![]() ვისკის პრეზენტაცია ასევე არ შეიძლებოდა უყურადღებოდ დარჩენილიყო![]() სირცხვილის მარში ნაციზმის წინააღმდეგ, და რაღა თქმა უნდა, ცნობილი სვასტიკა შუბლზე, საფრანგეთი![]() ღამის კლუბის მოცეკვავე მოსამართლისთვის საკუთარი საცვლების დემონსტრირებას ახდენს, გოგონა ასეთი საქციელით სასამართლო დარბაზში ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტრუსები მის ყველა ინტიმურ ადგილს ფარავდა. პოლიციის თანამშრომლებმა სტრიპტიზის მოცეკვავე 1983 წელს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, ქალაქი კლირუოტერი, ფლორიდა![]() 4 დიდებული ადამიანი: მარცხნიდან მარჯვნივ: უდიდესი ამერიკელი მეწარმე და "Ford Motor Company"-ს დამაარსებელი, ჰენრი ფორდი, ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი და მეცნიერი, თომას ალვა ედისონი, აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი, უორენ ჰარდინგი და "Firestone Tire and Rubber Company"-ის დამფუძნებელი, ჰარვი ფაირსტოუნი![]() უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკის "დისნეილენდის" მშენებლობა![]() მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები, რომლებმაც თავის დროზე არქეოლოგებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. პერუში, მდინარე ურუმბას ხეობის თავზე, ზღვის დონიდან 2430 მეტრზე ინკების იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარგალიტი - მაჩუ პიქჩუ მდებარეობს. უზარმაზარი ლოდებისგან მეთხუთმეტე საუკუნეში აგებული ქალაქი, უზარმაზარი გალავნით და ტერასებით ესპანელი კონსისტადორების შემოსევის დროს, მე-16-ე საუკუნეში დაიცალა. ეს არქეოლოგიური კომპლექსი მსოფლიომ მეორედ 1910 წელს აღმოაჩინაორი უდიდესი ვარსკვლავი: პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი ეუსტონის სადგურზე, მატარებელში, ერთმანეთის პირისპირ ბანგორში გამგზავრებას ელიან, 1967 წლის 25 აგვისტო385 1-ს მოსწონს |