x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»
image


ინგრედიენტები:


კვერცხი — 3 ცალი

შაქარი — 7-8 ს. კ.

კარაქი (დარბილებული) — 50 გრ.

რძე — 170 მლ.

მარილი — 0, 5 ჩ.კ.

ვანილინი — 1 გრ.

ფქვილი — 400 г

სწრაფად ხსნადი საფუარი — 2, 5 ჩ. კ.

ქიშმიში ან ცუკატები — 100 გრ.

მიხაკი, დარიჩინი და სხვა სანელებლები — გემოვნებით


მომზადება:


I. გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით ქიშმიშს > როდესაც წყალი გაცივდება, ქიშმიში ამოწურეთ და რამდენიმე კოვზ ფქვილში აურიეთ.

II. ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ვანილინი > დაამატეთ შაქარი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ კარაქი, რძე და კარგად ათქვიფეთ.

III. საფუარი და სანელებლები შეურიეთ ფქვილს > დაამატეთ ცომის მასას > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

IV. დაამატეთ ქიშმიში ან ცუკატები (შეგიძლიათ ორივე დაამატოთ, მაგ., 50 გრ. ქიშმიში და 50 გრ. ცუკატი) > მოურიეთ კოვზით.

V. ჩადეთ თასი პოლიეთილენის პარკში და დადგით თბილ ადგილზე > როდესაც ცომი ამოვა (უნდა გაორმაგდეს), შეგიძლიათ გამოაცხოთ.

VI. ცომი პასკის საცხობ ფორმებში კოვზით გაანაწილეთ. მისი სიმაღლე ფორმის სიმაღლის მესამედს არ უნდა აღემატებოდეს.

VII. გააჩერეთ ასე ცოტა ხანს, რომ ამოვიდეს > შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და როდესაც ცომი იქაც ამოვა, ტემპერატურას 180 გრადუსამდე შეამცირეთ.

VIII. პასკის თავი კარგად რომ შეწითლდება, დანა ჩაურჭვეთ, რომ სიღრმეში შეამოწმოთ, გამოცხვა, თუ არა. თუ დანა მშრალი ამოვა, მაშინ გამოიღეთ – უკვე მზად იქნება.

რეცეპტში მოცემული მასალით, 1 დიდი ან 2 პატარა პასკა გამოდის.


აქვე გთავაზობთ სააღდგომო «კრაფინის» რეცეპტს:


ყველა, ვინც სახლში პასკას აცხობს, ერთი, ამოჩემებული რეცეპტით სარგებლობას, რომელიც, ალბათ, ოჯახში, თაობიდან — თაობას გადაეცემა. მაგრამ, დროდადრო, ექსპერიმენტის ჩატარებაც არ არის ურიგო! განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ამად ღირს!

აქ «კრაფინის» (კრუასანი + მაფინი) რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ავსტრალიელმა კონდიტერმა კეით რეიდმა შექმნა და მოკლე დროში, კრაფინმა, მთელს მსოფლიოში, იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ მას, კულინარიულ სამყაროში, «აფეთქებული ბომბის ეფექტსაც» კი ადარებდნენ — ეს სააღდგომო სტილის, ყველაზე ფაფუკი კექსია, რომელიც, ამასთან, რთულად მოსამზადებელი არ არის!



image


ინგრედიენტები:


ფქვილი — 350 გრ.
რძე — 110 მლ.
კვერცხის გული — 2 ცალი
კვერცხი — 1 ცალი
კარაქი — 40 გრ. + 200 გრ. (გულსართისთვის)
ნუში ან სხვა თხილეული, გემოვნებით — 100 გრ.
შაქარი — 80 გრ
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
მუსკატის კაკალი — 1 ჩ. კ.
საფუარი — 1 ს. კ.
ქიშმიში, ცუკატები და სხვა ჩირი — 200 გრ.
შაქრიანი ვანილინი — 2 ჩ. კ.


მომზადება: გაგრძელება >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელები რომ არა, ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფა უფრო მასშტაბური იქნებოდა

* იტალიური კინოს სექს–სიმბოლოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი როლი

* ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში გადაღებული 20 განსაცვიფრებელი ფოტო



3
139
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
139
  
2023, 22 აპრილი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 16 აპრილი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3