კულტურა სიდნი რომი - ეს სახელი ალბათ, ბევრს არც ახსოვს, თუმცა იგი საბჭოთა მაყურებლის საოცნებო კუმირი გახდა 2023, 7 აპრილი, 11:22 ![]() დილით სამუშაოზე ან სასწავლებელში სამზადისის დროს, ჩართული ტელევიზორის ფონზე მაყურებელი კლიპში ხშირად ხედავდა ლამაზ გოგონას დახვეწილი სახის ნაკვთებით, რომელიც მომნუსხველ რომანტიკულ სიმღერას ასრულებდა. მაგრამ დღეს ცოტას თუ ახსოვს მისი სახელი. სიდნი რომის პორტრეტები ოდესღაც ამშვენებდა "Спутник кинозрителя"-ს და "საბჭოთა ეკრანის" გვერდებს განსაკუთრებით სერგეი ბონდაჩუკის საბჭოთა-იტალიურ-მექსიკურ ფილმის "წითელი ზარების"მეორე ნაწილში მონაწილეობის შემდეგ. ალბათ ამიტომაც გადიოდა სიმღერა ასე ხშირად. იტალიელი მსახიობი და მომღერალი სიდნეი რომი იყო ოჰაიოში(აშშ) პლასტმასის მაგნატის ქალიშვილი. როგორც ეს ხშირად ხდება მდიდარ ოჯახებში, გოგონამ მიატოვა მშობლები და გაემგზავრა თავისუფლებისთვის ევროპაში, სადაც 1968 წელს შეუერთდა ჰიპურ მოძრაობას. ![]() 1982 წელს მან ჩაწერა Hearts და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირში ასეთი პოპულარული გახდებოდა. ტელეგადაცემის"შუაღამემდე და შუაღამის შემდეგ" მაყურებლებმა 1989 წლის საუკეთესო სიმღერად Hearts დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ სიდნეი ამ სიმღერის პირველი შემსრულებელი არ ყოფილა. ![]() ორიგინალი ეკუთვნის Jefferson Airplane-ის და Jefferson Starship-ის ყოფილ სოლისტს მარტი ბალინს, რომელიც 1981 წელს ჩაწერა, კომპოზიაციამ "ბილბორდში" #8 ადგილი დაიკავა. 582 3-ს მოსწონს
|