კინო გახმაურებული განქორწინებები: 4 ფილმი, რომელმაც რეალურ ურთიერთობებს ბოლო მოუღო 2023, 6 აპრილი, 20:10 მსახიობების თამამ როლებს მათი მეორე ნახევრები ყოველთვის მშვიდად და აუღელვებლად ვერ იღებენ. პირველ რიგში, საუბარია ისეთ პიკანტურ სცენებზე, სადაც მსახიოებებს თავანთი სიშიშვლის დემონსტრირება მთელი თვიანთი სიდიადით უწევთ. ისეც ხდება რომ ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ მაყურებელი საყვარელი მსახიობის განქორწინების შესახებ იგებს. ვინ დაშორდა საკუთარ მეორე ნახევარს მეტისმეტად თამამ სცენებებში მონაწილეობის შემდეგ? დღეს, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ."კლეოპატრა"ელიზაბეთ ტეილორი ედი ფიშერთან ქორწინებაში სრულიად ბედნიერი იყო, სანამ ფილმ "კლეოპატრაში" რიჩარდ ბარტონთან ერთად არ ითამაშა. საინტერესოა, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობებს ერთმანეთის ატანაც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ასე მხოლოდ თავიდან იყო იმ მომენტამდე, სანამ მათ ერთმანეთის კოცნა არ მოუწიათ. ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც კი ვერ ძლებდა.ტეილორის მეუღლემ თავის მომხიბვლელ ცოლს ვნებიანი კოცნა არ აპატია და განქორწინება მოითხოვა, თუმცა მსახიობი ამით დიდად არ დადარდიანებულა, რადგან ძალიან მალე ის ბარტონის ცოლი გახდა. საინტერესოა, რომ ლეგენდარული მსახიობი საყვარელ მამაკაცს ცოლად ორჯერ გაჰყვა. პირველად მათმა ქორწინებამ 10 წელს, მეორეჯერ კი მხოლოდ - 1 წელს გასტანა."თავქარიანი"ჯენიფერ გარნერი მიწვეული იყო ფილმში, სადაც მისი პარტნიორი ბენ აფლეკი უნდა ყოფილიყო.იმ დროისთვის ბენი პუერტორიკოელ ლამაზმანზე, ჯენიფერ ლოპესზე უკვე დანიშნული იყო, თუმცა რამდენიმე ერთობლივ საკმაოდ თამამ სცენაში მონაწილეობის შემდეგ, ორივე მათგანს საკუთარ მეორე ნახევრებთან ურთიერთობა საბოლოდ გაუფუჭდათ.გარნერის ქმარმა სკოტ ფოულიმ ცოლის ქცევაში ცვლილება მაშინვე იგრძნო, იგივეს გრძნობდა ლოპესიც. აფლეკთან მისი ურთიერთობა დღითიდღე სულ უფრო უარესდებოდა. შედეგად, ორივე მათგანი თავიანთ მეორე ნახევრებს დაშორდნენ, ერთი წლის შემდეგ კი მსახიობებმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს."ჭექა-ქუხილის დღეები"ფილმ "ჭექა-ქუხილის დღეები"- ის გადაღებების დროს ტომ კრუზი მიმი როჯერსზე იყო დაქორწინებული, თუმცა აღნიშნული ფილმის გამო მისი ქორწინება მეუღლესთან მალევე დაინგრა. ურთიერთობაში წყვილს შორის ბზარი გადაღებების დაწყებისთანავე გაჩნდა, მაშინ კრუზი ნიკოლ კიდმანს დაუმეგობრდა, და მათ შორის გარკვეული სიმპათიებიც გაჩნდა, რამაც კრუზის როჯერსთან განქორწინება კიდევ უფრო დააჩქარა და წყვილი ერთმანეთს სულ რაღაც ერთ თვეში დაშორდა. კრუზისა და კიდმანის რომანი იმავე წელს ქორწილით დაგვირგვინდა, თუმცა ვარსკვლავური წყვილი 2001 წელს ინტერესთა შეუთავსებლობის გამო ერთმანეთს დაშორდა."მისტერ და მისის სმიტები""მისტერ და მისის სმიტები" სამუდამოდ დარჩება ისტორიაში როგორც ფილმი, რომელმაც ჰოლივუდის ოქროს წყვილი ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს სამუდამოდ დააშორა. იმ დროს ენისტონი და პიტი ხუთი წლის დაქორწინებულები იყვნენ, ჯოლის გამოჩენამ კი მათ ქორწინებაზე დამღუპველად იმოქმედა.პიტმა და ჯოლიმ განაცხადეს, რომ მათ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ, თუმცა ისინი ასევე ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ენისტონის მიმართ არანაირი ღალატი არ ყოფილა. პუბლიკა ორად გაიყო: ზოგი მხარს ენისტონს უჭერდა, ზოგიც - ჯოლის. საბოლოოდ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ახალი რომანის შედეგად კი "ბრანჯელინას" წყვილი დაიბადა.251 შეფასება არ არის |