x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ გადაუსხა რომან გვენცაძემ სისხლი კანონიერ ქურდს

image

6 აპრილს დაიბადა რომან გვენცაძე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამართალდამცავი უახლესი საქართველოს ისტორიიდან, გენერალ მაიორი, იურისტი, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი, შსს-ს მინისტრის მოადგილე და საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი, რომან გვენცაძე ორი დეტექტური რომანის ავტორია "საბედიწერო გასროლა"(1991 წ. ერთი წლის ადრე გადაიღეს ფილმიც, რეჟ.გივი სავანელი) და "შავი კვადრატი"(2002), რომლებიც უმალ ბესტსელერად იქცნენ, მათში აღწერილი მოვლენები ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული.


რომან გვენცაძე ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერს შემთხვევას, როდესაც კანონიერ ქურდს საავადმყოფოში სისხლი გადაუსხა.


რომან გვენცაძემ მოგვიანებით "ახალ თაობასთან " ინტერვიუს დროს ეს ფაქტი დაადასტურა:




- კი, ესეც სიმართლეა. გიორგი სანადირაძემ ეს ისტორია თავის წიგნში აღწერა. პიატიგორსკში მე და დამნაშავე ერთმანეთს ვესროდით, მან ბოლო ტყვიით დაიჭრა თავი, ავიყვანე ხელში, წავიყვანე საავადმყოფოში, გვერდიგვერდ ვიწექით და სისხლი გადავუსხი. ის ბიჭი ქურდი იყო. ერთი ჯგუფის სისხლი აღმოგვაჩნდა, თანაც საავადმყოფოში ვუთხარი, ჩვენი თანამშრომელია და დამნაშავეებმა დაგვიჭრეს-მეთქი. რომ გაიგეს სიმართლე ექიმებმა, გაგიჟდნენ. მერე მთხოვა, შვილი მომინათლეო. ქართველი ბიჭი იყო, მაგრამ სამაჩაბლოში ომი იყო და ვერ ჩამოვედი. მისი შვილი ჩემმა ბიჭმა მონათლა. ოჯახებით ახლაც გვაქვს ურთიერთობა. ეს ბიჭი 41 წლის ასაკში დამნაშავეთა სამყარომ მოკლა. თავისი სახლის წინ ავტომატით მანქანაში ჩაცხრილეს. მივედი პანაშვიდზე, თან ქურდის პანაშვიდზე თანამშრომლის მისვლა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს მოვკიდე ხელი და წავედი. მისმა ცოლმა მომატირა, შენ გადამირჩინე და ამ გარეწრებმა როგორ მოკლესო.

image

ჩემში ადამიანური ფაქტორი ყოველთვის წინ იყო. ბევრი დამნაშავისთვის გამიღია ციხის კარი და გამიშვია. ჩვენ დროს კუკარაჩობა იყო, თან ძალიან ბევრი. სანამ თანამდებობა არ მქონდა, ნებართვას ვიღებდი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ანგარებით არ ვიქცეოდი ასე და ის ხალხი გამოსწორებულა კიდეც. რამდენჯერ ყოფილა, რომ ქუჩაში გავუჩერებივარ სრულიად უცხო ადამიანს, ვერ მიცვნია და უთქვამს, მაშინ რომ დამიჭირე, სამართლიანად დამიჭირე, მაგრამ ღირსება არ დამიკარგე, კაცურად მომექეცი და მერე გამოვსწორდიო. მთავარია, დამნაშავეს არ შეეკრა თანამშრომელი, მაგრამ, თუ უანგაროდ დაეხმარები და გაუშვებ, ეს უფრო დიდი საქმეა, ვიდრე დაიჭირო და 15 წელი მიუსაჯო."


რომან გვენცაძე "საბედისწერო გასროლის" მეორე ნაწილის დაწერას აპირებდა, თუმცა მძიმე ავადმყოფობამ ხელი შეუშალა; ლეგენდარული მილიციელი 2017 წლის 14 აგვისტოს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ასევე დაგაინტერესებთ მსგავს თემაზე:კრიმინალური არქივიდან:"დენდი" და მისი ბანდა ანუ "ცეხავიკების საქმე

2
1019
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1019
  
2023, 7 მაისი, 16:27
საუბარია "კანონიერ ქურდზე" პაატა ჩლაიძეზე.
2023, 6 აპრილი, 21:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 2