x
ფინეთი ნატოს წევრი გახდა
image

ფინეთი გახდა ნატოს წევრი სახელმწიფო 2023 წლის 4 აპრილს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ შეერთებულ შტატებთან ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტი შეიტანა ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში. ნატოს მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ფინეთის გაწევრიანების ოქმს 2022 წლის 5 ივლისს, რის შემდეგაც 30-ვე ეროვნულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის წევრობის რატიფიცირებას.


”ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში!” - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.


„ნატოში გაწევრიანება კარგია ფინეთისთვის, კარგია სკანდინავიის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.



ფინეთი მუდმივად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტის პოზიციას რუსეთთან რთული ურთიერთობების ფონზე. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა ქვეყანაში დებატების საგანი გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთმა ოფიციალურად მიმართა ნატოს, ალიანსში გაწევრიანებაზე, 2022 წლის 18 მაისს.


ნატოში გაწევრიანებამდე ფინეთი მონაწილეობდა "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამის თითქმის ყველა პუნქტში და სამშვიდობო ძალებით უზრუნველყო ავღანეთის და კოსოვოს მისიები.

imageსაგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო ხელს აწერს ფინეთის განცხადებას ნატოში 2022 წელს გაწევრიანების შესახებ

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
11