x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი განცხადების გაკეთება დამჭირდებოდა"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, სოსო გოგაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ 5-წლიანი პატიმრობის მისჯას სოციალურ ქსელში ეხმაუარება და სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოუწოდებს ყველაფერი ღიად და დაუფარავად მოყვეს რასაც რეჟიმი სჩადის:


"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი განცხადების გაკეთება დამჭირდებოდა----მიუხედავად ყველაფრისა იოსებ გოგაშვილი დღეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი და მისთვის დღეს გამოცხადებული ხუთწლიანი ციხე პირადად ივანიშვილის განკარგულებითაა გადაწყვეტილი.მოვუწოდებ ბატონ იოსებს დროულად თქვას ყველაფერი იმ უბედურებაზე რასაც რეჟიმი სჩადის და გეგმავს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.ეს აუცილებელია ქვეყნის თავზე დაგროვილი საფრთხეების დროული განეიტრალებისათვის."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ის დამნაშავედ მისთვის წაყენებულ ხუთივე ბრალში ცნო.


გადაწყვეტილება მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 აპრილს, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სოსო გოგაშვილის მიმართ წაყენებული ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.






0
219
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
219