x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასეთი რამ ყველაზე უთავმოყვარეო ტელევიზიასაც არ უქნია... "იმედი" პატრონი არ გყავთ?" - ბაკურ სვანიძე

image

"ჰო, მართლა, ეს იყო ს ა ო ც რ ე ბ ა! ვისაც ეს არ გინახავთ, ტ რ ა გ ი კ ო მ ე დ ი ი ს ჟანრის მსოფლიო დონის შედევრი გამაზეთ, იცოდეთ! - "ვინ არის ნოე სულაბერიძე?" - დაუსვა კითხვა ნოე სულაბერიძემ ნოე სულაბერიძეს და დაუზარებლად გასცა პასუხი ნოე სულაბერიძემ ნოე სულაბერიძეს!


ამის შემდეგ ნოე სულაბერიძემ აღფრთოვანებით ისაუბრა ნოე სულაბერიძეზე, გაიხსენა ნოე სულაბერიძის ბავშვობა, მისი სკოლის პერიოდი, სტუდენტობა, და ყველა ამ პერიოდში ნოე სულაბერიძის გამორჩეული ნიჭი და უნარები! გადაცემის ბოლოს კი, ნოე სულაბერიძემ მადლობა მოახსენა ნოე სულაბერიძეს იმისთვის, რომ ნოე სულაბერიძემ გაითვალისწინა მრავალრიცხოვანი მაყურებლის თხოვნა და გააცნო მათ ნოე სულაბერიძის ესოდენ საინტერესო ცხოვრება და მოღვაწეობა!


მსგავსი უნიჭო ნ ა რ ც ი ს ი ზ მ ი დედამიწის ისტორიას არ ახსოვს! არასოდეს არც ერთ, ყველაზე უ თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ტელევიზიასაც კი არ უქნია ასეთი არაფერი! "ი მ ე დ ი" - პატრონი საერთოდ აღარ გყავთ? ვისაც რა უნდა იმას უშვებს ეთერში და საკუთარ თავს უძღვნიან გადაცემებს უკვე შალიკო ხვინგიაძესავით? სადა ბანაობთ ბიჯო მართლა? ვის რა ჩემს შ უ შ უ კ ო ლ ა დ აინტერესებს ამ ლ ო რ წ ო ნოეს "განვლილი გზა და მოღვაწეობა", რომელი დიმიტრი ყიფიანი და ნიკო ნიკოლაძე ეგა მყავს? ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ა, ბიძიკო, ამხელა ტელევიზია რომ ნოეს ს ა ტ ი ნ გ ი ც ო სივრცედ გადააქციეთ... ტ რ ა გ ი კ ო მ ე დ ი ა... ტეხავს!"-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.


0
309
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0