x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 მოდელი, რომლებსაც ულამაზოებად თვლიდნენ, ისინი კი მეგაპოპულარულები გახდნენ

image


საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპები იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ადამიანები, თუმცა ამ 10 არასტანდარტული გარეგნობის გოგონამ ყველას დაუმტკიცა, რომ მთავარია გიყვარდეს და მიიღო საკუთარი თავი, და მაშინ ყველა ოცნებაც ახდება.




დაფნე გროენეველდი


image


ჰოლანდიელი მოდელი ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთის მხრივ, მისი სავსე ტუჩები, ქერა თმა და უცხოპლნეტელის მზერა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად არის მასში რაღაც ისეთი, რაც გაშინებს და წონასწორობას გირღვევს.




სიმონა ტომპსონი


image

სიმონამ გამოჩენისთნავე ცნობილი სამოდელო სახლების ყურადღება მიიპყრო. "ფენდი" და "პუმა" რეგულარულად ეპატიჟებიან გოგონას საკუთარ ჩვენებებზე. თავისი უცნაური გარეგნობის მიუხედავად დღესდღეობით სიმონა ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალშემოსავლიან მოდელად ითვლება.




ლოტე ზუიდემა


image


გოგონას შუა საუკუნეების გარეგნობასა და გამჭვირვალე კანს სრულიად საზოგადოება აღტაცებაში მოჰყავს. ლოტე მოდელობაზე არასოდეს ოცნებობდა, თუმცა ბედისწერამ ის სამოდელო - ბიზნესში მიიყვანა. გოგონას ფოტოგენურმა და სახასაითო გარეგნობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.




სარა გიურტსი


image


ამ 32 წლის მოდელს ელერს-დანლოსის სინდრომი აღენიშნება, რის გამოც მისი კანი სხეულის გარკვეულ უბნებზე მოშვებულია. შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიის გამო, რომელიც სახსრების არაბუნებრივი მოქნილობით, კანის მაღალი ელასტიკურობითა და ქსოვილის გათხელებით გამოიხატება გოგონა თავის ასაკთან შედარებით გაცილებით დიდად გამოიყურება. გიურტსიმ გადაწყვიტა თავისი დაავადება თავისავე სასიკეთოდ გამოეყენება და მონაწილეობა მოდელების კასტინგზე მიიღო. მას წლები დასჭირდა რათა საკუთარი თავი ასეთი მიეღო, დღეს კი, გიურტსი დარწმუნებულია, რომ მისი კანი ბედის საჩუქარია. "ყოველი ნაკლი, რაც კი გაგაჩნიათ, თქვენი - ინდივიდუალობის საკითხია. ის საუბრობს თქვენს ბრძოლაზე, და იმაზე, რაც გადაიტანეთ", - ამბობს მოდელი.



დრიუ პრესტა


image


დრიუს სიმაღლე ერთ მეტრს ძლივს აღემატება. ის ერთადერთი იყო ოჯახში, ვინც ნანიზმის სინდრომით დაიბადა, გოგონა მშობლების მხრიდან არა თუ თანადგომას გრძნობდა, არამედ მათ შვილის გარეგნობისაც კი რცხვენოდათ, ამიტომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პრესტამ მშობლების სახლი დატოვა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. გოგონა სამოდელო სააგენტოების არც ერთ კასტინგს არ აცდენდა, მონდომებამ და შრომოსმოყვარეობამ თავისი ქნა, გოგონამ ოცნება აიხდინა და მოდელი გახდა. "ყოველი ადამიანი სიყვარულისა და ყურადღების ღირსია. ჩემი ფოტოებით მსურს დავამტკიცო, რომ ნებისმიერი ზომით შეგიძლიათ სექსუალური იყოთ. შეიძლება იყოთ სუპერ მაღალი, საშუალო სიმაღლის ან სულ რაღაც 1 მეტრის და მაინც სექსუალური და სასიამოვნო იყოთ." - შთააგონებს საკუთარ თაყვანისმცემლებს პრესტა.




კეიტინ სტიკლსი


image


კეიტინს ბავშვობიდან უყვარდა ჩაცმა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ მშვენივრად ხვდებოდა რომ მისი გარეგნობით ის სამოდელო სფეროში ვერ მოხვდებოდა, თუმცა ფოტოგრაფ ნიკი ნაითთან საბედისწერო შეხვედრამ მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა, სწორედ ნიკის წყალობით აღმოაჩინა მოდის სამყარომ ახალი მოდელი კეიტინ სტიკლსის სახით.



კელი მიტენდორფი


image


ერთი შეხედვით, ამ ამერიკელი ტოპ - მოდელის სქესის დადგენა რთულია, და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამით იპყრობს კელი საზოგადოების ყურადღებას. მიტენდორფის ღრმა მზერა "პრადას" სავიზიტო ბარათად უკვე დიდი ხანია იქცა. მოდის სამყაროს ამომავალი ვარსკვლავის ფოტოები ისეთ ცნობილ გამოცემებში იბეჭდება როგორიცაა "Bare Magazine" და "Vogue"-ი.



მარია ხოსე კრისტერნა


image


მექსიკელმა საკუთარი თავი მანამ ვერ მიიღო, სანამ გარეგნობა მთლიანად არ შეიცვალა. ახლა მარია ხოსე ხვლიკს ჰგავს, თუმცა სწორედ მისი ეს იმიჯი იზიდავს მსოფლიოს ყველა ფოტოგრაფს, რომლებიც კრისტერნას ფოტოსესიებზე სისტემატურად იწვევენ.






არმინე არუთინიანი


image



ზოგი არმინეს ლამაზად თვლის, ზოგიც - მახინჯად. ერთი რამ ცხადია – არმინე მიმზიდველია. გოგონას კარიერა იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც მეგობარმა ის მოდელების კასტინგზე მონაწილეობის მიღებაში დაარწმუნა. მართალია, თავიდან მან ეს ყველაფერი ხუმრობად მიიღო, თუმცა შედეგად ის ერთ-ერთ მოთხოვნად მოდელად იქცა.





სვანტი პაულინა


image


პაულინა ჭორფლს მაკიაჟის სქელი ფენის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში საგანგებოდ მალავდა, თუმცა ერთ დღესაც გოგონა მიხვდა რომ ჭორფლს მისთვის დიდების და სიმდიდრის მოტანა შეეძლო.











0
382
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
382