x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჰიპერრეალიზმი, დაუჯერებელი და წარმოუდგენლად რეალურად აღსაქმელი ნახატები რომელსაც ცნობილი მხატვარი საკუთარ სხეულზე ქმნის
image
ჰიპერრეალიზმი, როგორც მიმდინარეობა შედარებით ახალია მხატვრობაში, მისი როგორც მხატვრობის შემადგენელი ნაწილის აღიარება მოხდა 1973 წელს, ბელგიაში გამართული გამოფენის შემდეგ.


ჰიპერრეალიზმი საკმაოზე მეტად რთული მიმდინარეობაა, ხელოვნება რომელიც ფოტოსურათს მხატვრული ფორმებით აცოცხლებს და დაუჯერებელ რეალობად წარმოგვიდგენს.


მიმდინარეობას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა მისი, როგორც მხატვრული მიმდინარეობად აღიარების შემდეგ. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ეს იყო დროის ფუჭი ფლანგვა, რომელსაც არაფერი მოაქვს მხატვრისათვის.

მხატვრობის ყოველი მიმდინარეობის გამოჩენისთანავე, თითოეულ მათგანს ჰყავდა კრიტიკოსების მთელი არმია, რომლებიც უცხოდ და უაზრო წამოწყებად თვლიდნენ ახალ მიმდინარეობას.


ზოგადად ყოველივე სიახლეს უნდობლად უყურებს საზოგადოებაც და დარგის კრიტიკოსებიც, გაიხსენეთ როგორ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ ისეთი მხატვრები, რომელთა ნახატები დღეს მილიონებადაა შეფასებული.

არავინ იცის ჰიპერრეალიზმის მიმდევარი მხატვრების ნახატებს როგორი შეფასება ექნება მომავალში და რამხელა ფასს დაადებენ მათ ნამუშვრებს მხატვრობის ექსპერტ-შემფასებლები.

"ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე კანადაში, ვანკუვერში მცხოვრები მიმი ჩოი ხშირად ტვირთავს ჰიპერრეალისტური მხატვრობის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც თავადვე ქმნის.



38 წლის მხატვარი საკუთარ სხეულზე იხატავს წარმოუდგენლად რეალურ ნახატებს, ოპტიკური ილუზია იმდენად რეალურს ხდის ნახატებს, რომ დაჯერებაც კი უჭირს მნახველს, რომ ეს ადამიანის ხელით შექმნილი ნახატებია.
მიმი ჩოი წარმოშობით მაკაოდანაა, 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად კანადაში.

0
155
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
155