x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი ლინნ ბეტამი პირით ხატავს საოცარ ნახატებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი პირით საოცრად ხატავს. ღია ფერებით და ნახატის გასაოცარი წარმოსახვის უნარით დახატული ველური ბუნება და ამ ბუნების შვილები, ერთერთი საუკეთესოა ამ მიმართულების ნახატებში, მაგრამ ყველაზე ორდინალური და გასაოცარი ისაა, რომ ამ ნახატების მხატვარი ლინნ ბეტამი გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ის სხვებისგან განსხვავებით ხატავს არა ხელით, არამედ პირით.
წარმოიდგინეთ როგორია პირით დაიკავო ფუნჯი და შედევრი შეჰქმნა.
26 წლის მხატვარმა ხატვის ასეთი ხერხით დაწყება სამი წლისამ დაიწყო, რადგან სამწუხაროდ დაავადების გამო არ შეეძლო გამოეყენებინა ხელები. მისი ამ მდგომარეობის მიუხედავად ლინნი გახდა ცნობილი ფოტოგრაფი და მხატვარი, მისი ნახატებიც კარგად იყიდება–წერს Mail Online.
ლინნის უახლოეს გეგმაში აქვს იმოგზაუროს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ბოტსვანაში, რათა გადაიღოს ამ ქვეყნების ცხოველთა სამყარო და ამ ქვეყნების ცხოველთა სამყარო დახატოს ტილოზე.
"მე ხშირად დავდივარ ზოოპარკებში რათა სურათები გადავუღო ცხოველებს, ასევე დავხატო ეს ცხოველები, მაგრამ მუდამ ვოცნებობდი ამ ცხოველებისათვის სურათები გადამეღო ბუნებაში და ასევე ადგილზევე შემძლებოდა მათი დახატვაც.
სწორედ ამიტომ მინდა ვიმოგზაურო აფრიკაში–ამბობს მხატვარი. მე მიყვარს ცხოველები, მე ვხატავ პეიზაჟს და ნატურმორტსაც, მაგრამ ყოველთვის ვუბრუნდები ცხოველების დახატვას".
ბეტამის ნამუშევრები სამეფო ხელოვნების აკადემიაში გამოფინეს, როცა ბეტამი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, პერსონალური გამოფენა კი მან შარშან მოაწყო "JOHN STREET GALLERY"–ქალაქ გალლეში.
აფრიკაში მოგზაურობის პერიოდში ლინნი იმედოვნებს გადაიღოს ბევრი სურათი და შეჰქმნას ნახატების სერია გამოფენისათვის, რომლის მიზანი იქნება დაეხმაროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს სხვა ადამიანებსაც შეზღუდული შესაძლებლობებით.
" მე ვიღებ სურათებს გადასაადგილებელ ეტლზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის წყალობით, რომლის დახმარებითაც ვახერხებ პირით და მარცხენა ხელის შეზღუდული გამოყენებით გადავიღო სურათები".
"თუ თქვენ გიყვართ თქვენი საქმიანობა, რატომ არ უნდა სცადოთ იმის გაკეთება რაც გიყვართ? ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვეძლევა სიცოცხლე და უნდა შევძლოთ მისგან მივიღოთ მაქსიმუმი. ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელსაც არ მოეწონება შენი საქმიანობა, მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ უამრავ ადამიანს მოეწონება თქვენი საქმიანობა და ცხოვრება ღირს ამისათვის".
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
95
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0