x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
11 სახელმწიფო რომლებსაც ეკონომიკისა და მშვიდობის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევებით არასდროს მიუღია მონაწილეობა ომებში
image
რუქაზე მწვანე ფერებით მოცემულია ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევების შემდეგ გამოცხადდა ქვეყნებად, როლებსაც არასდროს მიუღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.
გამოკვლეულ იქნა 162 ქვეყანა, რომელთაგან სპეციალური კვლევების და კრიტერიუმების შესაბამისად გამოიყო 11 ქვეყანა. ეს ქვეყნებია:
ისლანდია (არ ჰყავთ არც არმია, არც ფლოტი, არც სამხედრო-საჰაერო ძალები), შვეიცარია, ანდორა, სან-მარინო, ვატიკანი, ვანუატუ, ყაზახეთი, მალტა, სეიშელის კუნძულები, მავრიკის კუნძულები, კოსტა-რიკა და ლიხტენშტეინი.



თუმცა ამ კველევების მიუხედავად ცნობილი ფაქტია, რომ შვეიცარია რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, მონაწილეობდა რამდენიმე ომში მეოცე საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნის ნახევარში კი მის ტერიტორიაზე იფეთქა სამოქალაქო ომმა, ზონდერბურგის ომად წოდებულმა ომმა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის.


მართალია ვანუატუს არავისთვის გამოუცხადებია ომი, მაგრამ მისი ტერიტორია ხშირად გამხდარა სხვა ქვეყნების საომარი მოქმედებების ადგილი.


ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც გადაჭრით შეიძლება ითქვას რომ, არასდროს მიუღია მონაწილეობა საომარ კონფლიქტებში გახლავთ-გრენლანდია. თუმცა ვიკინგები, რომლებიც დასახლდნენ 10 საუკუნის წინ გრენლანდიაში, ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობისმოყვარულ ხალხად. თუმცა მათი გრენლანდიაში დასახლების მერე გრენლანდიას არცერთ საომარ მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა.




არც არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება ვიკინგების კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან.


ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად, მშვიდობისმოყვარულები და ბუნებით აგრესიულები, სწორედ აგრესიული ბუნების და ცუდი პოლიტიკოსების გამო იწყება ომები, რომლებიც მილიონობით ადამიანის დაღუპბის და დასახიჩრების მიზეზი ხდებოდა საუკუნეების მანძილზე.


0
56
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
56