x
image
ნინო ხიმშიაშვილი
კიევზე კონტროლის დაბრუნებიდან 1 წელი გავიდა


image

2022 წლის 24 თებერვალს, დილით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ოლქში შეიჭრა. უკრაინის სამხედრო ძალებმა მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია და მალევე, 29 მარტს რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქი დატოვა. 2 აპრილს კი უკრაინის ხელისუფლებამ კიევზე კონტროლი სრულად დაიბრინა.

ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოსტი გამოაქვეყნა:

– ___


"პირველი შეტევები, პირველი მიღწევები, პირველი გათავისუფლებული ტერიტორიები. უკვე ერთი წელია, რაც კიევის რეგიონიდან განდევნეთ დამპყრობლები.



უკრაინელი ხალხი! თქვენ გააჩერეთ ჩვენი დროის უდიდესი ანტიადამიანური ძალა. თქვენ შეაჩერეთ ძალა, რომელსაც სძულს და სურს გაანადგუროს ყველაფერი, რაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია


და ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. ჩვენ დავუბრუნებთ უკრაინის დროშას ჩვენს ყველა ქალაქსა და თემს. ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასაბრუნებლად" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქ-პოსტში.






0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0