კონფლიქტები კიევზე კონტროლის დაბრუნებიდან 1 წელი გავიდა 2023, 3 აპრილი, 2:59 ![]() ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოსტი გამოაქვეყნა: – ___"პირველი შეტევები, პირველი მიღწევები, პირველი გათავისუფლებული ტერიტორიები. უკვე ერთი წელია, რაც კიევის რეგიონიდან განდევნეთ დამპყრობლები. უკრაინელი ხალხი! თქვენ გააჩერეთ ჩვენი დროის უდიდესი ანტიადამიანური ძალა. თქვენ შეაჩერეთ ძალა, რომელსაც სძულს და სურს გაანადგუროს ყველაფერი, რაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. ჩვენ დავუბრუნებთ უკრაინის დროშას ჩვენს ყველა ქალაქსა და თემს. ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასაბრუნებლად" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქ-პოსტში. 43 შეფასება არ არის
|