საზოგადოება სადამ ჰუსეინის ლეგენდარული სასახლეები ყველასთვის ღიაა 2023, 3 აპრილი, 1:43
ბაღდადის ადჰამიას რაიონში, სადამ ჰუსეინის კუთვნილი ყოფილი სასახლის ნაწილი გადაკეთდა ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრად, სადაც რესტორნები მდინარე ტიგროსის შთამბეჭდავი ხედებით ერაყელებს გვიან ღამემდე მასპინძლობს.
“არ გჭირდებათ დაცვა ან მცველები, რათა წაგიყვანოთ იმ ადგილას, რომელიც ადრე სადამს ეკუთვნოდა, და მე ვფიქრობ, რომ ეს საოცარია.”-აღნიშნა შენობაში შესულებმა. „როდესაც სასახლეში შევდივარ, წარმომიდგენია, რომ სადამი ყავას აქ სვამს, მას ალბათ, იარაღი ეჭირა“.
20 წლის წინ ერაყში ასეთი ხუმრობის უფლება არავის ჰქონდა და არც არავინ იყო ხუმრობის გუნებაზე ქვეყანაში შეჭრის შემდეგ. ახლა, როდესაც ფართომასშტაბიანი ძალადობა შემცირდა, ერაყის ახალგაზრდა თაობა კვლავ ოცნებობს და იმედოვნებს, რომ ააშენოს ქვეყნის მომავალი. ერაყელი ახალგაზრდები კოლექტიურად იბრუნებენ ადგილებს, რომლებიც ან ადრე იყო აკრძალული სადამის მმართველობის დროს ან ძალიან საშიში იყო კონფლიქტის პერიოდში. სადამის ქვის რელიეფური კვეთა მის სასახლეში, რომელიც გადაჰყურებს ძველ ბაბილონს 40 1-ს მოსწონს |