x
ქალები უკრაინის ომში
image

უკრაინაში ათასობით ქალი ნებაყოფლობით შეუერთდა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 2014 წლიდან, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, უკრაინის არმიაში მომსახურე ქალების რაოდენობა გაორმაგდა, ქალების კიდევ ერთი ტალღა შეუერთდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში.

ქალები მსახურობდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. ახლა, ომის დროს ისინი სამედიცინო დახმარებასაც უწევენ ჯარისკაცებს.

image


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, 2022 წლის ზაფხულისთვის შეიარაღებულ ძალებში 50 000-ზე მეტი ქალი იყო დასაქმებული, დაახლოებით 38 000 ატარებდა ფორმას და იყვნენ ქვედანაყოფებთან ერთად, ფრონტის ხაზზე. შეიარაღებული ძალების რიგებში არიან ქალი სნაიპერები, მანქანების, საარტილერიო დანაყოფებისა და თვითმფრინავების მეთაურები.

image

ჰანა მალიარი. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ასევე, კვლევის მიხედვით-სამხედრო ქალებს მამაკაცებთან თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ, მკვეთრად გაიზარდა 53%-დან 2018 წელს 80%-მდე 2022 წელს.

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
117