საზოგადოება გიორგი ლეონიძის 3 გენიალური ლექსი 2023, 2 აპრილი, 23:48 1."დედა ენა" ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული, ვარდნაბამი ფურცელი, ჩვენს ყრმობაში ჩართული! დედის ძუძუ მეორე, სიყვარული პირველი, ჩვენს აკვანს შემომჯდარი, მგალობელი ფრინველი. იავნანას ნიავში ჩვენს ყურთან რომ გაისმა, ყრმობა რომ გვისურნელა, როგორც ბაღი მაისმა. ტკბილად რომ გაგვიხარა ჩვენ ბავშვობა ბეჩავი - შავი კაბით გაზრდილებს, გახუნებულ ლეჩაქით. ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩენი ენა ქართული, ოქროსთმიან სიმებად გულში ამოხლართული! 2.”დედას პური” და ”პაპას ქლიავი” თვალზე ცრემლები რომ აგორდება, ცხოვრება როცა დაგვკბენს სიავით, ― ძმებო, მითხარით, რათ გვაგონდება „დედას პური“ და „პაპას ქლიავი“? ვიცით, ქლიავი კბილებს დაგვაჭრის და საჭიროა მეტი განდობა? ― ჩამორიგდება დედას პურები, როცა იტყვიან ჩვენს შესანდობარს! და მაინც გვიყვარს, ვით მონაქროლი ჩვენი ყრმობიდან წმინდა ნიავი, სიყვარულის მზით გადანამქრული, ― „დედას პური“ და „პაპას ქლიავი“! 3.2 6 მაისი ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი, დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი. ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი... აცეცხლებული ტოპაზებით ამაყი სახლი. მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას - მთებში ნაფარი; რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!.. საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა, აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა; ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა - დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე... შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს... - დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს. ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები - თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად... და გორგასლანის მელანდება შავი სურათი. მისრეთი... ჰინდი... ბაბოლონი და ასურეთი. ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში, ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში. დღეს სიხარული - ვით ცეკვაში მთვრალი სალომე, როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!.. ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა - არმაზისაკენ! ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში. 102 2-ს მოსწონს
|