x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ გამოიყურება დღეს მსახიობი ერიკა ელენიაკი

image


ეს მსახიობი 80-90-იანი წლების ყველა თინეიჯერს კარგად ემახსოვრება, რომლებიც ვიდეოსალონებში მისი მონაწილეობით საბრძოლო ფილმების ყურებაში ღამეებს ათენებდნენ, თუმცა მსახიობისთვის ჯორდან ტეიტის როლი ფილმში "ალყაში" მთავარი არ ყოფილა. ერიკა ელენიაკი 1969 წელს მზიანი კალიფორნიის პატარა ქალაქ გლენდეილში დაიბადა. მამა ადვოკატი იყო, დედა კი დიასახლისი. მამას, დეილ ალან ელენიაკს, უკრაინული ფესვები ჰქონდა. მისი ბაბუა, ვასილ ელენიაკი კი კანადაში გადასახლებული ერთ-ერთი პირველი უკრაინელი იყო. დედას, აირის მაი ელენიაკ-არნოლდს, ასევე შეეძლო აღმოსავლეთ ევროპული წარმოშობით ეამაყა: მისი ნათესავი ცნობილი ესტონელი მქადაგებელი, პასტორი რეინ ნაგო გახლდათ.

image


გოგონამ სამსახიობო ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც არავის გაკვირვებია, ვინაიდან მამის მხრიდან ერიკას ბიძა კანადელი მსახიობი ედი კეროლი (ელენიაკი) გახლდათ, რომელიც ცნობილი უფრო ანიმაციური ფილმების გახმოვანებით იყო, ვიდრე შესრულებული კინოროლებით. მშობლები ოცნებობდნენ, რომ ერიკას ჰოლივუდში წარმატებისთვის მიეღწია და, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ადრეული ასაკიდანვე დაიწყეს მისი სხვადასხვა კასტინგზე ტარება. მართალია, გოგონას სარეკლამო რგოლებში წარმატებით იღებდნენ, თუმცა აი, სტუდიიდან შეთავაზება მას არ ჰქონია. საბოლოოდ, 1982 წელს სტივენ სპილბერგმა 13 წლის ერიკა ფილმში "უცხოპლანეტელი" ეპიზოდურ როლში დაამტკიცა. სწორედ ეს გახდა ელენიაკის დებიუტი დიდ კინოში.



image


სპილბერგის ფილმში გამოჩენას თითქოს ერიკასთვის ყველა გზა უნდა გაეხსნა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა: კინორეჟისორებისგან შეთავაზებას გოგონა დიდი ხანი ამაოდ ელოდა, ერიკა იძულებული იყო სატელევიზიო სერიალებში მცირე როლებით დაკმაყოფილებულიყო. ერიკას კარიერაში მხოლოდ 1988 წელს გარკვეული მოძრაობა დაიწყო. მან საშინელებათა ფილმში "წვეთი" სტივ მაკქუინთან ერთად ეპიზოდურ როლში ითამაშა. საკმაოდ წარმატებული შეიძლება ეწოდოს მის ნამუშევარს 1989 წლის სერიალში "ჩარლზის დაბრალება", რომელშიც მან სტეფანი კერტისის როლი შეასრულა. თვრამეტი წლის ასაკიდან ერიკა ელენიაკი აქტიურად მონაწილეობდა მამაკაცის სხვადასხვა ჟურნალების გადაღებებში, კერძოდ კი, "Playboy"-ისთვის. 1990 წელს ჰიუ ჰეფნერის გამოცემამ ერიკას თვის გოგონას წოდება მიანიჭა და მისი ფოტო აგვისტოს "Playboy"-ის გარეკანზე დაბეჭდა.


image

მისი, როგორც მსახიობის პირველი დიდი წარმატება, სერიალ "მაშველებს" უკავშირდება, სადაც ელენიაკს ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. მსახიობმა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალზე სამი წელი იმუშავა, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა ბედი კვლავ დიდ კინოში ეცადა.

image


მისი ვარსკვლავური ბილეთი ჰოლივუდში უნდა ყოფილიყო ენდრიუ დევისის მასშტაბური საბრძოლო ფილმი "ალყაში", რომელშიც მთავარ როლებს სტივენ სიგალი და ტომი ლი ჯონსი ასრულებდნენ. ფილმში ერიკამ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი - ჟურნალ "Playboy"-ის "მის ივლისი" ითამაშა, რომელიც ამერიკელი მეზღვაურების გასახარად საბრძოლო ხომალდ "მისურიზე" ჩადის.


image



ერიკამ ტორტიდან ამოხტომის დავალებას თავი წარმატებით გაართვა და დაუვიწყარი ცეკვაც შეასრულა, რითიც განწყობა არამარტო მეზღვაურებს, არამედ მილიონობით მაყურებელსაც აუმაღლა. ფილმი საკასო ბლოკბასტერად იქცა, რამაც სიგალს მსოფლიო ვარსკვლავის სტატუსი კიდევ უფრო გაუმყარა, ერიკასთვის კი ფილმს არანაირი წარმატება არ მოუტანია.



image



1994 წელს მსახიობმა დენის ჰოპერმა, რომელმაც რეჟისორის ამპლუის მორგება სცადა სადებიუტო ფილმის "The Convoys"-ის გადაღებებს შეუდგა, რომელმაც მაცდური ერიკა ელენიაკი ქალის მთავარ როლზე მიიწვია. ამგვარად, ერიკას ერთი დიდი ოცნება - გამოჩენილიყო ფილმის პოსტერზე, როგორც ფილმის მთავარი ვარსკვლავი საბოლოოდ ახდა. სამწუხაროდ ელენიაკის წარმატება ამით დასრულდა. ჰოპერის ფილმი გაქირავებაში ჩავარდა. ამ პერიოდში გამოსული მისი შედარებით წარმატებული ფილმებია "ძირს სიყვარული" სადაც ის ევან მაკგრეგორთან და რენე ზელვეგერთან ერთად თამაშობდა, ასევე "Second to Die" და 1998 წელს გადაღებული საბრძოლო ფილმი " The Pandora Project". 2010 წელს 41 წლის ერიკა ელენიაკმა პოპულარულ სერიალში "სასოწარკვეთილი დიასახლისები" ბარბარა ფაინის როლი მოირგო.


image



მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია თუ რამდენად ეფექტურად გამოიყურებოდა ერიკა "დიასახლისების" სხვა მსახიობებთან შედარებით: ელენიაკი ვარსკვლავური თანატოლი-პარტნიორების გვერდით მართლაც ბრწყინავდა, თუმცა "სასოწარკვეთილი დიასახლისების" შემდეგ, მსახიობი ეკრანზე სულ რამდენჯერმე გამოჩნდა, თან სრულიად უცნობ პროექტებში. 2019 წლიდან ელენიაკმა ფილმებშიც და სატელევიზიო სერიალებშიც თამაში შეწყვიტა.


image


დღეს, ერიკა ელენიაკი 53 წლის არის. ის ორჯერ იყო გათხოვილი, თუმცა ორივე ქორწინება კრახით დასრულდა. მსახიობს ჰყავს ერთი ქალიშვილი, 16 წლის ინდიანა, რომელიც დედას საოცრად ჰგავს.






0
492
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
492