x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულის საცურაო კოსტიუმები, რომლებიც დღევანდელი სტანდარტებითაც კი საკმაოდ თამამად ითვლება

image


მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან ქალის საცურაო კოსტიუმები დაპატარავებას შესამჩნევად იწყებს: შორტები უფრო მოკლდება, სხეული კი სულ უფრო მეტად შიშვლდება. თუ 1952 წლის ფილმისთვის ღია საცურაო კოსტიუმი ნონსესად ითვლებოდა, 5 წლის შემდეგ ბიკინი უკვე ნორმა ხდება. თქვენ წინაშეა საცურაო კოსტიუმების საუკეთესო მაგალითები და ფასონები, რომელთა დემონსტრირებაც ცნობილ ფილმებში მოხდა.


image


ელიზაბეთ ტეილორი ამ თეთრ საცურაო კოსტიუმში განსაცვიფრებლად გამოიყურება. ფერი მის გარუჯულ კანს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, ხოლო ღრმა დეკოლტე ელვაშესაკრავით დამატებით ელფერს მატებს ამ დახურულ მოდელს. ასეთ საცურაო კოსტიუმში მსახიობმა რეჟისორ ჯოზეფ ლეო მანკევიჩის 1959 წელს გადაღებულ ფილმში "უეცრად, გასულ ზაფხულს" ითამაშა.


image



კადრი რაკელ უელჩის მონაწილეობით 1966 წელს გადაღებული ფილმიდან "მილიონი წელი ჩვენს ერამდე" რეტროდ საერთოდ არ გამოიყურება. გმირის იმიჯი სტილიზებული საცურაო კოსტიუმის დახმარებით შეიქმნა, რომელიც მსახიობის ყველა ღირსებას უსვამდა ხაზს.


image



ვერაფერს იტყვი, ქალი საცურაო კოსტიუმითა და იარაღით ძალიან ამაღელვებლად გამოიყურება. მით უმეტეს, თუ ეს ურსულა ანდრესია ფილმში "დოქტორი ნოუ". 1962 წლისთვის ეს თეთრი ბიკინი, ისევე როგორც თავად გმირის იმიჯი განსაკუთრებულ გაბედულებას მოითხოვდა.


image


"ვარსკვლავური ომების" გადაღებების დროს, თამამ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ლამაზი მსახიობების გამოჩენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სწორედ მაშინ დაიწყეს დიზაინერებმა სულ უფრო ორიგინალური სასცენო კოსტიუმების შექმნა, რამაც მაყურებელი შოკში ჩააგდო. ასე მოხდა კერი ფიშერის საცურაო კოსტიუმთან დაკავშირებითაც, რომელშიც ის მაყურებლის წინაშე ერთ-ერთ სცენაში პრინცესა ლეის სახით წარსდგა.



image


პირველი საკავშირო სილამაზის კონკურსის დროს, გოგონები პოდიუმზე იმ დროისთვის ზედმეტად თამამი კოსტიუმებით გამოდიოდნენ. ამ ფოტოზე მე-3 ადგილის მფლობელი პერმელი ეკატერინა მეშჩერიაკოვაა.


image


წარსულის ლეგენდარულ საცურაო კოსტუმებზე საუბრისას, როგორ არ უნდა გაგვახსენდეს სერიალ "მალიბუს მაშველების" საოცარი წითელი კოსტიუმები! პამელა ანდერსონის კარიერა 1995 წელს სი ჯეი პარკერის სწორედ ამ იმიჯით დაიწყო. მიუხედავად დახურული ფასონისა, მისმა ფერმა და მსახიობის ფიგურამ ის ბევრისთვის საიდუმლო ოცნებად აქცია.


image


და ისევ, საბედისწერო ლამაზმანი იარაღითა და საცურაო კოსტიუმით. ბევრი მამაკაცის კიდევ ერთი ფარული სურვილი თამამი და გაბედული ლარა კროფტის სახით ანჯელინა ჯოლიმ განასახიერა. შავი, სპორტული საცურაო კოსტიუმი იდეალურად გამოიყურებოდა მშვენიერი ენჯის სრულყოფილ სხეულზე და დამატებით არც რაიმე სამკაულს ითხოვდა.









0
419
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
419