x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რაზე შეთანხმდნენ უცხოპლანეტელები და ამერიკის პრეზიდენტი 1954 წელს?

1954 წელს აშშ–ს 34–ე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი (1953 – 1961) უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. 20–21 თებერვლის ღამეს, «რაიტ პატერსონის» ავიაბაზაზე (Wright-Patterson Air Force Base (WPAFB) უცხოპლანეტელების დისკისებური ხომალდი დაეშვა. მის ქვედა მხარეს, სამკუთხედის ფორმის განყოფილება გაიხსნა და პროჟექტორების სინათლეზე, ჰუმანოიდის ფიგურა გამოჩნდა. მისი თავი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ადამიანის თავი. სახეზე, შავი ნუშისებური თვალები ჰქონდა, არ ჰქონდა ცხვირი, ხელებზე კი, 4 თითი, მომრგვალებული წარმონაქმნებით ბოლოვდებოდა.


image


ოფიციალურად, ცნობილი არ არის რაზე შეთანხმდნენ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები. მაგრამ, არსებობს 2 ჰიპოთეზა: პირველი უფრო გავრცელებულია და მას ხშირად შეთქმულების თეორეტიკოსები ჰყვებიან. მისი მიხედვით, უცხოპლანეტელმა ამერიკის პრეზიდენტს უფლება სთხოვა, ადამიანების წაყვანაზე, მათი შესწავლის მიზნით. მოლაპარაკების თანახმად, ისინი სრულიად ჯანმრთელები უნდა დაებრუნებინათ. მათ უბრალოდ, მეხსიერებას გაუსუფთავებდნენ. სანაცვლოდ კი, ამერიკა გარკვეულ ინფორმაციას მიიღებდა მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ.

მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ლეგენდაა, რადგან ამერიკელებს, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იმ წლებში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ. თან, იმ წლებში «ცივი ომი» იყო და ამ მიმართულებით, რამე მნიშვნელოვანი წინსვლა რომ ჰქონოდათ, აუცილებლად გავიგებდით.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით კი, ეიზენჰაუერმა ადამიანების წაყვანის სანაცვლოდ, მთვარის შესწავლის უფლება მიიღო. ხოლო, ხელშეკრულება 15 წელს მოქმედებდა. რატომ 15? ამის დამტკიცება ძალიან მარტივია – სწორედ 1954 – 1969 წლებში, ყოველწლიურად, ამერიკის ტერიტორიაზე, 5000–ზე მეტ მიტოვებულ ადამიანს პოულობდნენ, წაშლილი მეხსიერებით. რაც უცხოპლანეტელების მიერ, ადამიანების გატაცების 75000–მდე მტკიცებულება არის.


image «რაიტ პატერსონის» ავიაბაზა


რაც შეეხება მთვარის შესწავლას, ამერიკას იმ პერიოდისთვის, მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად, ტექნოლოგიები არ გააჩნდათ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, 15 წელის მანძილზე, მთვარეზე გაფრენა ვერ მოახერხეს და ამის შესაძლებლობა მხოლოდ 1969 წლის ივლისში მიეცათ, როდესაც ხელშეკრულების ვადა უკვე გასული იყო (პრეზიდენტის უცხოპლანეტელთან შეხვედრა თებერვალში შედგა და შესაბამისად, ხელშეკრულებაც თებერვლამდე მოქმედებდა).

«აპოლო–11» — პირველი პილოტირებული მისია იყო მთვარეზე. მან ეკიპაჟის სამი წევრით (ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი და მაიკლ კოლინზი) დედამიწა 1969 წლის 19 ივლისს დატოვა და 20 ივლისს ასტრონავტები მთვარეზე გადავიდნენ.

რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, მთვარეზე მყოფი ნილ არმსტრონგის და NASA წარმომადგენლის დიალოგი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ამერიკელმა რადიომოყვარულმა მოისმინა:

არმსტრონგი: – რა არის? ეს რა ჯანდაბაა?
NASA: – რა ხდება? რამე გაფუჭდა?
არმსტრონგი: – აქ დიდი ობიექტებია, სერ! უზარმაზარი! ო, ღმერთო! აქ სხვა კოსმოსური ხომალდები არის! ისინი კრატერის მეორე მხარეს არიან. მთვარეზე არიან და ჩვენ გვაკვირდებიან!
შედარებით მოგვიანებით პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მთვარეზე «აგრძნობინეს», რომ ადგილი უკვე დაკავებულია, და დედამიწელებს იქ არაფერი ესაქმებოდათ... თითქოსდა, უცხოპლანეტელების მხრიდან მტრული დამოკიდებულებაც კი იყო გამოვლენილი.
ნასამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უარყო, მაგრამ ასტრონავტებმა სერნანმა და შმიტმა რეალურად დაინახეს უცნაური აფეთქება მთვარეზე მყოფ მოდულზე და ეს ინფორმაცია ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს გადასცეს:
– დიახ, ანტენა აფეთქდა. – იყო პასუხი – ვიდრე აფეთქება მოხდებოდა, მას რაღაცამ გადაიფრინა, ის ჯერ კიდევ...
ამ დროს საუბარში მეორე ასტრონავტი ჩაერთო:

– ღმერთო! ვფიქრობდი რომ საერთოდ აგვაფეთქებდა ეს რაღაც, თქვენ მარტო შეხედეთ... ეს... მარტო შეხედეთ ამ რაღაცა!
მთვარის ექსპედიციის შემდეგ, ამერიკელმა კონსტრუქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა (გერ. Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun) აღნიშნა, რომ «არსებობს არამიწიერი ძალა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე, უფლება არა მაქვს».
სავარაუდოდ, მთვარეზე მყოფები არც თუ ისე კარგად შეხვდნენ დედამიწელ სტუმრებს, რადგან კოსმოსური პროგრამა «აპოლონი» სასწრაფოდ დაიხურა.
ორ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმდენად ცივი იყო, რომ მთვარის შესახებ როგორც ამერიკამ, ისე სსრ კავშირმა ათეულობით წლის მანძილზე დაივიწყეს, იმ მოტივით, რომ იქ არაფერი იყო საინტერესო.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ დიალოგებს ასტრონავტებსა და NASA-ს წარმომადგენლებს შორის, ის როგორც ნასამ, ისე ხელისუფლებამ უარყო.

image

არხის სხვა სიახლეები:


* «ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საკუთრების დაცვას»: რას გულისხმობდა გადარჩენილი უცხოპლანეტელი?

* "სიკვდილი ადამიანის ცნობიერების ილუზიაა"

* მარტის თვის საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან



0
2297
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0