საზოგადოებრივი «ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საკუთრების დაცვას»: რას გულისხმობდა გადარჩენილი უცხოპლანეტელი? 2023, 4 აპრილი, 8:57 თუ უცხოპლანეტელების თემა გაინტერესებთ, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია როსველის ინციდენტის შესახებ. ხოლო მათ, ვინც ამ თემით მხოლოდ ახლა დაინტერესდა... მოკლედ, 1947 წ. როსველის მახლობლად (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ) ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა განიცადა კატასტროფა და ამის შესახებ, გაზეთებშიც კი დაწერეს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ უცხოპლანეტელების ხომალდის ერთი პილოტი გადარჩა და მასთან კონტაქტი მოხერხდა. ამის შესახებ, ინფორმაცია აშშ-ს საჰაერო ძალების სამედიცინო კორპუსის ყოფილმა თანამშრომელმა მატილდა ო`დონელმა, ამ საუკუნის დასაწყისში გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას საიდუმლო გრიფი მოეხსნა. მისი თქმით, როდესაც სამხედრო ბაზაზე ამო–ს კატასტროფის შესახებ გაიგეს, მას კონტრდაზვერვის ოფიცერთან ერთად, ინციდენტის ადგილზე მისვლა უბრძანეს. ხოლო, ადგილზე მისული ექიმი, უცხოპლანეტელის გასასინჯად მიიყვანეს. ხომალდის გადარჩენილი პილოტი გონზე იყო, მაგრამ კონტაქტზე არ მოდიოდა. თუმცა, როდესაც მატილდა «პაციენტის» გასინჯვას შეუდგა, ექიმი მიხვდა, რომ უცხოპლანეტელი მის თავში «შეღწევას» ცდილობდა. უსაფრთხოების წესების დაცვის საწინააღმდეგოდ, მატილდა აიძულეს, რომ მისი «კომპანიონი» გამხდარიყო... «ეს შოკი იყო... ჩემი ქვეყნის ღალატი... მე უბრალოდ გამომიყენეს... შესაძლო შედეგების გათვალისწინების გარეშე. ფურცელზე დაწერილი კითხვები გადმომცეს, რომელიც მისთვის უნდა დამესვა» – ათწლეულების შემდეგ აღნიშნა ექიმმა. მაგრამ საბედნიეროდ, უცხოპლანეტელი მასთან, სხეულის საშუალებით, მხოლოდ საერთო ენის მონახვას ცდილობდა. გაირკვა, რომ მას ეირლი ერქვა. ხოლო, როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ იყო, ასე უპასუხა: – ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სქესი არა მაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია შინაგანი ან გარეგანი რეპროდუქციული ორგანოები. თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სხეულის გაგებას. ჩვენ უფრო მეტად რობოტებს ვგავართ და არც ბიოლოგიური უჯრედები გაგვაჩნია. ჩვენი ნერვული სისტემა ელექტროდენია, რომელიც მთელს სხეულში ვრცელდება. გამოკითხვის შემდეგი პროცესი, ასე წარიმართა: – დაჭრილი ხართ? – ჩვენ შეგვიძლია სამედიცინო დახმარება აღმოგიჩინოთ. რაზეც უცხოპლანეტელმა თავი გაიქნია. – არის თქვენს ხომალდზე ისეთი რამ, რაც ზიანს მოუტანს კაცობრიობას? – არა. – თქვენს შესახებ ვინმემ თუ იცის? აქაურს ვგულისხმობთ. – არა, ჯერ არა. – თქვენს წასაყვანად მოვლენ? – დიახ. – რა იარაღს ფლობთ? – დამანგრეველს. – და რატომ ჩამოვარდით? – ჩვენს კოსმოსურ სივრცეში რას აკეთებდით? – რადიაციულ ღრუბლებს ვსწავლობთ. – თქვენ ვერ გაიგებთ. – ერთმანეთს როგორ ეკონტაქტებით? – ისევე, როგორც თქვენ. – საიდან ჩამოხვედით? – ამის ცოდნა არაფერს მოგცემთ. – დედამიწა – ნაკრძალია. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საკუთრების დაცვას. – რას გულისხმობთ? – უბედურები და მყიფეები ხართ. საკუთარ სახლს ანადგურებთ. – ჩვენთვის დაკვირვებაც საკმარისია. – რამდენი ხანია? თქვენ ჯერ აქ არც იყავით, როდესაც ჩვენ, ამ პლანეტასთან დაკავშირებით, გეგმებს ვაწყობდით. – უსასრულობა. – ყველაფერს... – მილიარდობით. ჩვენ ყველა ცნობილ რასაზე მაღლა ვდგავართ. – ღმერთის თუ გწამთ? – თქვენს სამყაროში რა წესებია? – ყველაფერი მხოლოდ მომავლისთვის კეთდება, რომ რასამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. – რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ, ყველაზე განვითარებულები ვართ. მატილდას თქმით, ამ ეტაპზე, ინტერვიუ დასრულდა და როდესაც უშიშროების ოფიცრებმა პასუხები გაანალიზეს, მათ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ. კითხვების შემდეგი სია რამდენიმე საათში მზად იყო... «მაგრამ ამჯერად, მასთან ინტერვიუზე, რამდენიმე სამხედრო გამომყვა. მათ, როგორც ამიხსნეს, ჩემი დახმარება უნდოდათ. თუმცა, ეირლიმ კონტაქტი შეწყვიტა... კიდევ რამდენიმე დღე ვცდილობდით მისგან პასუხების მიღებას, მაგრამ, უშედეგოდ... თუმცა, როდესაც მარტო შევედი, და ვკითხე, თუ რატომ თქვა კონტაქტზე უარი, მითხრა»: – უარი არ მითქვამს, თქვენ შეწყვიტეთ ჩემი გაგება. ამაში შიში გიშლიდათ ხელს. – ეჭვი მეპარება. – არა. – თქვენ მიხვდებით. სამხედროები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ უცხოპლანეტელს მხოლოდ მატილდასთან შეეძლო საუბარი და მას ეირლისთვის ინგლისური ენის ანბანის სწავლება დაავალეს. უცხოპლანეტელი კარგი მოსწავლე აღმოჩნდა და სულ მალე წერა–კითხვა იცოდა. ბოლოს კი, მატილდას დაუწერა, რომ საუბრისთვის უკვე მზად იყო. ამის შემდეგ, მატილდა საჭირო აღარ იყო და არც უცხოპლანეტელის შემდგომი ბედის შესახებ, არსებობს რამე სახის ცნობა. არხის სხვა სიახლეები:* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (II ნაწილი)* "სიკვდილი ადამიანის ცნობიერების ილუზიაა"* როგორ ვიპოვოთ სიმშვიდე?.. – ჩვენი ლოგიკა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს1841 5-ს მოსწონს
|