x
 გენიალური ნიკო გომელაურის 3 გასაოცარი ლექსი

 გენიალური ნიკო გომელაურის 3 შესანიშნავი ლექსი

1.“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი ..

“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი, მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი… ეკლესია ვერ იქნება აბჯარი, სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი. თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი, ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი. არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები, ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები -ვისაც არ გავქვს მოშვებული წვერები, ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?”‘


2.არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?



3.არის ჩემში როდენი ..

არის ჩემში როდენი, ოღონდ ცოტაოდენი. არის ჩემში დავინჩი კარგ და მზიან ამინდში. არის ჩემში რუსთველი, მაგრამ გამოუწვრთნელი... და იქნება ჩემში დანტე, თუ ცოდვები შენი მანდე. ხანდახან ვგრძნობ ჩემში შოპენს, მაისი რომ ჭერამს მოჰფენს. ხანდახან კი, ჩემში ბახი სუნთქვას, ბორგავს, როგორც ტახი. ზოგჯერ კი, ნაპოლეონი ლაპარაკობს ჩემში მგონი. თქვენ ფიქრობთ _ დავკარგე გონი, რომ ეს არის ცუდი ტონი. ფიქრობთ არ ვარ თავმდაბალი, როგორც ირგვლივ სხვა მრავალი. ხოლო ჩემთვის ცოდვაა, უცხო და უცნაური: თუ ხარ მხოლოდ ჯუმბერა, ბონდო, ანდა ზაური.

1
242
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
242
  
2023, 1 აპრილი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1