საზოგადოება კონსტანტინე მორგოშია: "ახლაც, იმ СССР-ის დატოვებულ ქონებას და დოვლათს ანიავებთ, ვერ გამოძეხით!!!" 2023, 1 აპრილი, 17:02 "მართლა მაინტერესებს!!! СССР-ის დროს, სიტყვის თავისუფლება არ არსებობდაო, რომ ამბობდით, ცენზურა იყოო, საზღვრები დაკეტილი, ბიზნესი აკრძალული, რელიგიას ებრძოდნენო, ტანისამოსი არ იშოვებოდაო და ა.შ
აი, 32 წელია არ არსებობს СССР - ი... და რა? უფრო მეტი ხარისხიანი ფილმები გადაიღეთ? უკეთესი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, თუ უკეთესი მეცნიერები გყავთ? უფრო რელიგიურები გახდით? უფრო თავისუფლები ხართ? უკეთესად იმოსებით? თუ უკეთესად იკვებებით? ამ ყველაფერზე პასუხია არა და არა!!!
ახლაც, იმ СССР-ის დატოვებულ ქონებას და დოვლათს ანიავებთ, ვერ გამოძეხით!!! ახლა უბრალოდ მონობაში ხართ და ამის აღიარება არ გინდათ!!!
პ.ს. ვისაც არ გინდათ სიმართლის მოსმენა, ცივი წყალი დალიეთ!!!" - წერს მორგოშია.
179 1-ს მოსწონს 2-ს არა
|