x
image
თამილა გურაშვილი
რამაზ გაგნიძე: "საბჭოთა კავშირის დროს სულ "მონობაში" ვიყავით, განსაკუთრებით ქართველები.."
image
"საბჭოთა კავშირის დროს სულ მონობაში ვიყავით, განსაკუთრებით ქართველები,
ბინებს ძალით გვჩუქნიდნენ, სწავლა-განათლებაში ფულს არ ვიხდიდით, სამედიცინო მომსახურებაში ფულს არ ვიხდიდით, საქართველოში დასასვენებელ საგზურებს ძალით გვჩუქნიდნენ, სხვა ქვეყანაში წასასვლელ საგზურებში პროფკავშირები 10%-ს ძალით გვახდევინებდა, სააგარაკე მიწებს ძალით გვჩუქნიდნენ, წყალში ფულს არ ვიხდიდით, დენში და გაზში გროშებს ძალით ვიხდიდით, სამსახურებში ძალით გვამუშავებდნენ, ხელფასებს ძალით გვაძლევდნენ, მაღაზიებში ძალით აიაფებდნენ პროდუქტებს და სასმელს, საქალაქო ტრანსპორტში გროშებს ძალით ვიხდიდით, თვითმფრინავში და მატარებელში გროშებს ძალით ვიხდიდით, რესტორანში ერთი კაცი ძალით ჯდებოდა 10 მანეთი, ახალ მანქანებს ძალით გვაძლევდნენ თავის ფასში, აქედან ერთ ყუთ ქართულ კონიაკს წავიღებდით და იქედან ძალით მოგვქონდა ერთი ტრაილერი არაყი ან შამპანური, საუკეთესო სამედიცინო ოპერაციები ძალით კეთდებოდა უფასოდ, საწვავი კაპიკები ღირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კაპიკები ღირდა, სამშენებლო და სარემონტო მასალები ქუჩაში ეყარა მუქთად, მშენებლობა და რემონტი მუქთად კეთდებოდა, კურორტები და სანატორიუმები მუქთად ეყარა და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო...
იმხელა პატიოსნება იყო, რომ მოსახლეობის 80-90%-მა არ იცოდა რა იყო მილიცია, პროკურატურა და სასამართლო, იშვიათი იყო ნარკომანია და ლოთობა, მასიურად ხალხი ერთმანეთს არ აგინებდა და ერთმანეთს არ ხოცავდა, უსამსახუროდ და უპროფესიოდ კაცი არ რჩებოდა, ნორმალური ხელფასები და გამომუშავება იყო, ქუჩაში ღარიბ-ღატაკს და მათხოვარს პრაქტიკულად ვერ ნახავდი...
P.S. ერთი სიტყვით, ვინც თვლით, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართველები მონები ვიყავით, მაშინ თქვენ ეხლა ხართ ამერიკა-ევროკავშირის მონები, გასაგებია?!" - წერს სამოქალაო აქტივისტი რამაზ გაგნიძე.
3
94
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
94
  
2023, 2 აპრილი, 6:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 აპრილი, 6:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 აპრილი, 18:05
1921 წელს ქართველი ერის, და არა მარტო, კაცობრიობის ისტორიაში არნახული „ტრაგედია“ გათამაშდა: საბჭოთა ჯარებმა „დაიპყრეს“ საქართველო. საბჭოთა ხელისუფლებამ მანამდე არნახული მმართველობის ფორმა მოახვია თავს ხალხს, ქვეყანას-ე. წ. გეგმიური განვითარება და განაწილების წესი, რომლებიც, მათი თქმით, ემსახურებოდა თითოეული ადამიანის საარსებო მოთხოვნილებათა მაქსიმალურ დაკმაყოფილებას და კეთილდღეობის ამაღლებას. აშენდა ქარხნები, ფაბრიკები, უფასო ბინები, რითაც ქალაქელი მიაჯაჭვეს ქალაქს; სოფლად შეიქმნა მსხვილი მეურნეობები გადამამუშავებელი საწარმოებით, რითაც სოფლელი კაცი მიაჯაჭვეს სოფელს. სოფლელს მოუსპეს სამუშაოს საპოვნელად ქალაქისაკენ გადაადგილების საშუალება, ხოლო ქალაქელს ჩამოსული სოფლელისთვის ბინის მიქირავების და ორიოდე კაპიკის შოვნის საშუალება, ასევე სადღაც ცხრა მთას იქეთ საარსებო საშუალებათა ძებნის შესაძლებლობა. ადამიანი მიეჯაჭვა თავის ვიწრო საარსებო გარემოს ანუ დაემონა შემოღებულ მმართველობის ფორმას ანუ დაკარგა თავისუფლება.
საცხოვრებელ ადგილებზე დასაქმებულ მუშას თუ გლეხს სხვა რაღა დარჩენოდა თუ არა და თავისი ოჯახის ვიწრო გარემოში გაელია ეს წუთისოფელი და არ გამოეცადა საარსებო საშუალებათა ალტერნატიული გზების ძიებაში გადახვეწილს ოჯახისაგან, საყვარელი ადამიანებისაგან, მოწყვეტის და მონატრების „ნეტარება.“ ეს იყო „მოჩვენებითი“ კეთილდღეობა, რომელსაც საკმაზად არ ახლდა ოფიციალურ მილიონერ-მილიარდერთა მიერ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე „ქველმოქმედება“. შიმშილი, უბინაობა, ვალები, სასოწარკვეთა, მათხოვრობა, სოციალური დაუცველობა, თვითმკვლელობები, უიმედობა, შიში ყოველდღიურობისადმი, შიში მომავლისადმი... რამდენი რამ დააკლდა ადამიანს იმ „ავადმოსაგონარ დროს;“ თუნდაც ოჯახიდან საარსებო საშუალებათა მოსაპოვებლად ოჯახს განრიდებულ ახლობელთა მონატრება ან მათი დაღუპვით გამოწვეული ტკივილის „ნეტარება“.
დღეს გვძინავს და იმის თავიც არა გვაქვს “მადლობა” გადავუხადოთ იმათ, ვინაც არის დღევანდელი თავისუფალი დღის შემომქმედი, ვინაც მოგვცა შესაძლებლობა გამოვცადოთ ყველანაირი ტკივილი, ტანჯვა, რომელიც სულის განწმენდის საუკეთესო საშუალებაა. სულგანწმენდილნი ხომ სამოთხეში დავივანებთ!
0 1 3