საქართველო "აი, რას ფიქრობს ღარიბებზე ბიუჯეტით გამაძღარი ეს არსება" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი 2023, 1 აპრილი, 9:27 "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლით აღშფოთებულ "ქართული ოცნების" წევრს, რიმა ბერიძეს პერსონალურ პოსტს უძღვნის და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს მის რამდენიმე წლის წინანდელ განცხადებას ახსენებს, სადაც "ოცნების" დეპუტატი საზოგადოებას უმტკიცებდა რომ დღეში საკვებად 1 ლარი და 18 თეთრი სრულიად საკმარისი იყო:"1 ლარსა და 18 თეთრში თავიდან ბოლომდეა გათვლილი კალორიულობა, ის, რაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია", – ირწუნებოდა მაშინ ბერიძე უფასო სასადილოებში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ მენიუზე."აი რას ფიქრობს ღარიბებზე ბიუჯეტით გამაძღარი ეს გაურკვეველი წარმოშობის არსება, რომელიც დღეს ფეხებს აბაკუნებდა პარლამენტში."- წერს ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, მათ შორის გახლდათ უმრავლესობის წევრი რიმა ბერიძეც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა რომ მან მათი იმედები ვერ გაამართლა:"სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კი არა, ხალხს დაშორდა დღევანდელი მისი გამოსვლით. როცა სალომე ზურაბიშვილი იყრიდა კენჭს, მე გახლდით ჩუღურეთის რაიონის შტაბის თავმდჯომარე, და ისიც მინდა გითხრათ, რომ თბილისის მასშტაბით ჩემი რაიონი იყო პირველ ადგილზე შედეგებით, რასაც ერქვა არჩევნებში გამარჯვება, ბოდიში მინდა ჩემს ამომრჩეველს მოვუხადო, იმიტომ, რომ მან ჩვენი იმედები არ გაამართლა."- განაცხადა ბერიძემ.541 შეფასება არ არის |